მოიძებნა 669201 ჩანაწერი
183441.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 14
ჯიბე ოდნავ გარღვეულია.
There’s a hole in my pocket!
183442.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 14
რომ ვერ იპოვა, ჯინას მოსთხოვა, თამაშების მოსაკრებლისთვის დადებული ფული დამიბრუნეო.
She hadn’t found it and had demanded her games subscription back from Jean.
183443.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 14
ფული ყულაბაში რომ მოხვდება, იმის უკან დაბრუნება აღარ შეიძლება, დანიშნულებისამებრ უნდა დაიხარჯოსო.
Once the money had gone into her box, it was no longer the giver’s—it belonged to whatever fund it was meant for.
183444.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 14
ეს ფაქტი ერთდროულად საწყენიც იყო და იდუმალებით მოცულიც.
It was annoying and rather mysterious.
183445.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 14
როგორ ფიქრობ, ვინმე ხომ არ აიღებდა?
You don’t think somebody’s taken them, do you?
183446.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 14
ჩვენს კლასში არავინ მეგულება ისეთი, ეგ რომ იკადროს!
Surely there couldn’t be anyone in our form that would do a thing like that!.
183447.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 14
საფულეების ამბით ალისიაც დაინტერესდა.
Alicia was very curious about the purses.
183448.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 14
მეხსიერებაში ამოუტივტივდა, როგორ აფათურებდა ელენი ხელებს მასწავლებლის მაგიდაზე.
Into her mind slid the memory of Ellen going through the mistress’s desk.
183449.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 14
მან თქვა, კალამი დავკარგეო, ის კალამი მომდევნო გაკვეთილზე ხელში ეჭირა!
She had said she had lost her fountain pen—but she had it at the very next lesson.
183450.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 14
ალისიამ გადაწყვიტა, ელენისათვის თვალი ედევნებინა.
Alicia determined to keep an eye on Ellen.
183451.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 14
თუ რამე უმსგავსობას ჩაიდენდა, სელისათვის ეცნობებინა.
If she was doing anything dishonest it ought to be reported to Sally.
183452.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 14
ელენმა არ იცოდა, რომ ალისია უთვალთვალებდა.
Ellen didn’t know that Alicia was keeping an eye on her.
183453.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 14
ვინმეს ეძებ?
Looking for somebody?
183454.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 14
შემიძლია დაგეხმარო?
Can I help you?
183455.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 14
გონდოლინას კი მკაცრად ჰქონდა ჩაგონებული, ფული არავისთვის გამოერთმია, ამიტომ ისევ მშობლებს მისწერა, ცოტა კიდევ გამომიგზავნეთო.
Gwendoline had been taught not to borrow, and she had written to ask her parents to send her some more money to get on with.
183456.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 14
დეფნემ ფული მარი-ლუს გამოართვა და გონდოლინასაც შესთავაზა, ნახევარს გაგიყოფო.
Daphne borrowed some money from Mary-Lou and then offered half of it to Gwendoline.
183457.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 14
ხომ ვიცი, რომ მარი-ლუმ გასესხა.
I know you borrowed that from Mary-Lou.
183458.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 14
მაგრამ ალბათ ძალიან მდიდარი რომ ხარ, იმის ბრალია – ფულის ყადრი არ იცი!
That’s the worst of being as rich as you are—I suppose you just simply don’t understand the value of money!
183459.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 14
დეფნემ გაოცებით შეხედა, რადგან ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა მისი ერთგული გონდოლინასგან მსუბუქ, თუმცა მაინც კრიტიკას ისმენდა.
Daphne looked a little surprised, for this was the first time she had ever had any kind of criticism, even slight, from her faithful Gwendoline.
183460.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 14
მეგობარს ხელკავი გამოსდო.
She slipped her arm through her friend’s.