მოიძებნა 669201 ჩანაწერი
183421.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 14
მაინტერესებდა, ქალბატონმა პარკერმა ხომ არ აიღო...
I wondered if perhaps Miss Parker took...
183422.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 14
რომც აეღო, შენ არა გაქვს უფლება, მის მაგიდაზე ხელები აფათურო! – დატუქსა ალისიამ.
Well, even if she had got it, you shouldn’t go sneaking in her desk, said Alicia, scornfully.
183423.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 14
ერთხელაც დარელმა დაინახა ელენი ქალბატონი პოტსის ოთახში, მადმუაზელის მაგიდასთან იდგა და ფურცლებს ათვალიერებდა.
Then another time Darrell found Ellen in Miss Potts’ room, standing at Mam’zelle’s desk, running her fingers through the papers there.
183424.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 14
გოგონა გაოცებული მიაჩერდა.
She stared in surprise.
183425.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 14
მადმუაზელმა გამომგზავნა წიგნის მოსატანად.
Mam’zelle sent me here to find a book for her.
183426.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 14
გაგონილი ჰქონდა, ერთი ცოდვა მეორეს იწვევსო, და ახლა დარწმუნდა ამ ნათქვამის სიმართლეში.
She had always heard that one sin leads to another, and she was finding out that this was true.
183427.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 14
უნდა ვაღიარო, რომ ელენს სულ არ მოუხდა ორკვირიანი დასვენება, – თქვა ბეტიმ ერთ საღამოს.
Well, I must say Ellen isn’t much improved by being away for nearly a fortnight, said Betty, one evening.
183428.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 14
ეგ სიანჩხლეა მაგის უბედურება! – თქვა ალისიამ.
Bad temper’s her trouble, said Alicia.
183429.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 14
უკვე თავი მომაბეზრა.
I’m fed up with her.
183430.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 14
ვინმეს ჩემი საფულე ხომ არ გინახავთ?
Anyone seen my purse?
183431.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 14
ჩემი მერხის უჯრაში მედო და აღარ არის!
I’m sure I put it into my desk, and now it’s gone.
183432.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 14
ხუთი გირვანქა ჩავდე შიგ ამ დილით.
And I put a ten-shilling note in it only this morning.
183433.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 14
დღეს გასვლას და რაღაცის ყიდვას ვაპირებდი.
I wanted to go out and buy something today!
183434.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 14
დაგეხმარები მოძებნაში.
I’ll help you to look for it.
183435.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 14
გონდოლინამ შუბლი შეჭმუხნა და თავს ძალა დაატანა, გაეხსენებინა, სხვაგან ხომ არ დავდეო.
Gwendoline screwed up her forehead and tried in vain to think if she had put it anywhere else.
183436.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 14
ცოტა ფულს ხომ ვერ მასესხებ, დეფნე?
Can you lend me some money, Daphne?
183437.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 14
საფულე ჯიბეში მიდევს.
I’ve got my purse in my pocket.
183438.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 14
მაინც მმართებდა შენი ვალი.
Anyway I owe you some.
183439.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 14
გუშინ გამომიგზავნა ფული ბიძაჩემმა.
I got some money yesterday from my uncle.
183440.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 14
დეფნემ ჯიბეში ხელი ჩაიყო და სახეზე გაკვირვება გამოეხატა.
She felt in her pocket and then looked up, a dismayed expression on her face.