მოიძებნა 669201 ჩანაწერი
183481.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 15
მაგრამ ხელსაყრელი დრო ვერ მონახა, შიგნით შესულიყო ისე რომ არავის დაენახა.
But there was never any chance of going in without being seen.
183482.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 15
უკვირდა, რაღა მაინცდამაინც ახლა მოუნდათ ამ გოგონებს პარკერის კართან ჩავლაო.
It was astonishing how many girls went this way and that way past Miss Parker’s door.
183483.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 15
ყველაზე გამაღიზიანებელი ის იყო, რომ როცა, როგორც იქნა, დერეფანი დაცარიელდა, ქალბატონი პარკერი ოთახში იყო.
Then, most annoyingly, the only time that the passage was really empty was when Miss Parker herself was in the room.
183484.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 15
ელენი კარს მიუახლოვდა და დაიხარა, ვითომ ფეხსაცმლის თასმას ვიკრავო.
She bent down by the door as if she was re-tying her shoe-lace.
183485.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 15
მეორე კლასს ამ სემესტრში ცუდად არ უმუშავია.
The second form haven’t done too badly this term.
183486.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 15
უმეტესობამ ტვინი აამუშავა, ეს კი სახუმარო საქმე არაა!
Most of them can use their brains, which is something!
183487.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 15
იმედი მაქვს, ტესტებსაც ყოჩაღად გაართმევენ თავს.
Well, I hope they do well in the tests.
183488.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 15
ყოველთვის მაინტერესებს მათი პირველი ტესტის შედეგები.
I always take an interest in their first tests.
183489.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 15
ვფიქრობ, ამჯერად ალისია, აირენი ან დარელი იქნება პირველი.
I suppose Alicia or Irene or Darrell will be top.
183490.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 15
ყველა ძალიან ნიჭიერია.
They’ve all got good brains.
183491.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 15
გადახედეთ ამ კითხვებს, – მიმართა ქალბატონმა პარკერმა და ელენს ტესტის ფურცლების შრიალი შემოესმა!
Have a look at the questions, said Miss Parker, and Ellen actually heard the rustling of the test-papers.
183492.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 15
როგორ ძალიან უნდოდა მათი ნახვა!
How she longed to see them!
183493.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 15
ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდა – ქალბატონი პოტსი ტესტს კითხულობდა.
There was a silence as Miss Potts read tests.
183494.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 15
ერთი-ორი შეკითხვა ცოტა რთული მომეჩვენა, მაგრამ თუ კარგად დაუკვირდებიან, არ უნდა გაუჭირდეთ.
A bit stiff, one or two of them—but if the girls have paid attention, they ought to do them all quite well.
183495.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 15
ფრანგულის ტესტის საქმე როგორ არის?
What about the French papers?
183496.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 15
მადმუაზელს აქვს თავის ოთახში.
Mam’zelle’s got them in her room.
183497.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 15
ამათაც მასთან წავიღებ.
I’ll take these along to her.
183498.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 15
ელენს გული აუჩქარდა.
Ellen’s heart leapt.
183499.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 15
ახლა კი იცოდა, ამაღამ სად უნდა ენახა ტესტის ფურცლები!
Now she knew where the papers would be that night!
183500.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 15
მადმუაზელის ოთახში.
In Mam’zelle’s room.