მოიძებნა 669201 ჩანაწერი
183501.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 15
სულაც არ იყო შორს მათი საძინებლიდან.
that was not very far from the dormy.
183502.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 15
ალისია იყო!
It was Alicia.
183503.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 15
აქ დასახლდი თუ რა ხდება? გავიარე აქ იდექი, გამოვიარე და ისევ აქა ხარ!
You were lounging about here when I came up —and now I come down and you’re still here!
183504.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 15
რა შენი საქმეა?!
It’s no business of yours!
183505.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 15
საერთო ოთახში შევიდა.
She went to the common-room.
183506.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 15
ეს ძალიან ცუდი საქციელი იყო.
It was a very wrong thing to do.
183507.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 15
იჯდა ასე და არწმუნებდა თავს, რომ რასაც აპირებდა, სულაც არ იყო ისეთი ცუდი, როგორც ჩანდა.
So she sat and reasoned with herself, trying to persuade herself that what she was doing wasn’t really so bad as it looked.
183508.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 15
მათ იმედს ვერ გაუცრუებდა!
She couldn’t let them down.
183509.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 15
თუმცა არ ასვენებდა ფიქრი, ჩემს მშობლებს ალბათ ურჩევნიათ ჩამორჩენილებს შორის მნახონ, ვიდრე უპატიოსნო გზით მწვერვალზე ასულიო!
She didn’t stop to think that her parents would much rather see her honestly at the bottom, than dishonestly at the top!
183510.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 15
ალისიას თანდათან უღრმავდებოდა ეჭვი, რომ ფული ნამდვილად ელენმა მოიპარა.
Alicia was growing quite certain that it was Ellen who had taken the money.
183511.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 15
თუ ასე არ იყო, მაშ, ყველგან ჩუმად რატომ დაძვრებოდა?
If not, why in the world was she always sneaking about by herself.
183512.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 15
კარს აყურადებდა და ათასგვარ უცნაურობებს სჩადიოდა.
She was listening outside doors, and doing such peculiar things?
183513.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 15
ვერც ერთმა გოგონამ აქამდე საფულე ვერ იპოვა.
Neither of the purses had turned up.
183514.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 15
ემილიმაც განაცხადა, ნათლიის ნაჩუქარი ოქროს ბროში დავკარგეო.
And Emily had reported that her gold bar brooch, which her god-mother had given her, had also gone.
183515.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 15
ემილი აირენსა და ბელინდას როდი ჰგავდა, ძალიან ყურადღებიანი გოგო იყო, თავის ნივთებს კარასდროს კარგავდა.
Emily was very careful and never lost things like Belinda or Irene.
183516.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 15
მისი ბროშის დაკარგვა უკანასკნელი წვეთი იყო – ალისიამ გადაწყვიტა, დანარჩენებისთვის თავისი ეჭვი გაემხილა.
When Alicia heard her talking about her lost brooch, she made up her mind to tell the others what she thought.
183517.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 15
ელენი, როგორც ყოველთვის, იქ არ იყო.
Ellen, as usual, was not there.
183518.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 15
ალბათ რომელიმე მასწავლებლის კართანაა ატუზული, – გაიფიქრა ალისიამ.
Out sneaking round somebody’s door, I expect! thought Alicia.
183519.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 15
ვინმეს დადანაშაულება არც მიფიქრია, მაგრამ ამ ბოლო დროს ერთ ვიღაცას ვაკვირდები და ძალიან უცნაურად იქცევა.
I don’t exactly want to accuse anyone—but I’ve been watching somebody lately, and they’ve been doing rather peculiar things.
183520.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 15
ყველამ გაოცებით შეხედა.
Everyone looked up in surprise.