მოიძებნა 669201 ჩანაწერი
183521.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 15
სელიმ ოთახს მოავლო თვალი.
Sally looked round the room.
183522.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 15
ყველანი აქ ვართ?
Are we all here?
183523.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 15
მოიცა, ელენი არ არის.
wait though—Ellen isn’t.
183524.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 15
რას გულისხმობ?
What do you mean?
183525.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 15
ოჰ, ალისია, ნუთუ ელენზე თქვი, ვაკვირდებიო?
Oh— Alicia, you don’t mean that it’s Ellen you’ve been watching!
183526.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 15
რა ჩაიდინა ასეთი უცნაური?
What has she been doing that’s so peculiar?
183527.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 15
ალისიამ წვრილად უამბო გოგონებს, როგორ დაიპარებოდა ელენი დერეფანში და როგორ უცდიდა ოთახების დაცარიელებას.
Alicia told how she had watched Ellen and seen her sneaking about in the passages, apparently waiting for a room to be empty.
183528.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 15
ისიც თქვა, ქალბატონი პარკერის მაგიდასთან რომ შეუსწრო.
She related how she had found her going through Miss Parker’s desk.
183529.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 15
ყველანი განცვიფრებულები უსმენდნენ.
Everyone listened, amazed.
183530.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 15
ეგ გოგო არასდროს მომწონდა.
I never did like her.
183531.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 15
უეჭველად ეგ აიღებდა ჩემი და გონდოლინას საფულეებს, ემილის ბროშსაც და კიდევ ვინ იცის, რას!
There’s no doubt she took my purse and Gwen’s—and Emily’s brooch, and goodness knows how many things besides.
183532.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 15
არა გაქვს ამიის თქმის უფლება, სანამ არ დავამტკიცებთ!
You’re not to say that till we’ve proved something.
183533.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 15
მნიშვნელოვანი სამხილი არა გვაქვს.
We’ve no definite proof yet.
183534.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 15
სელი, მეც შევნიშნე ერთხელ რაღაც.
Sally, I noticed something once too.
183535.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 15
ელენი ქალბატონი პოტსის ოთახში ვნახე, მარტო იყო და მის მაგიდაზე რაღაცას ეძებდა.
I found Ellen in Miss Potts’ room, she was alone, going through some things on her desk.
183536.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 15
ჯინას არაფერი უთქვამს.
Jean said nothing.
183537.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 15
ელენთან ყველაზე მეგობრულად ის იყო.
She had been more friendly with Ellen than anyone else.
183538.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 15
თუმცა დიდად არც მას მოსწონდა ეს გოგო, მაგრამ იმას მაინც ვერასოდეს იფიქრებდა, რომ ელენს ქურდობა შეეძლო.
though she had never been able to like her very much—but it seemed to her that Ellen was not quite the type of girl to become a thief.
183539.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 15
რა საშინელი მოსასმენია!
How terrible it sounds.
183540.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 15
ჯინამ შუბლი შეჭმუხნა.
Jean frowned.