მოიძებნა 669201 ჩანაწერი
183921.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 18
დეფნესნაირ გოგოს შენნაირ წრუწუნასთან რა საერთო შეიძლება ჰქონდეს?
What would a girl like Daphne want with a mouse like you!
183922.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 18
მხოლოდ გიყენებს, ეს არის და ეს!
You’re just useful to her, that’s all.
183923.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 18
სხვაგვარად გონდოლინა ასე დაჟინებით არ დაიწყებდა მტკიცებას.
Gwendoline would never say such athing so emphatically if it wasn’t.
183924.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 18
ამას დეფნეს გულისთვის გავაკეთებ!
I’m doing it for Daphne.
183925.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 18
პატარა სულელი ვირი ხარ!
Stupid little donkey!
183926.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 18
თავისთვის ჩაილაპარაკა გონდოლინამ.
said Gwendoline to herself.
183927.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 18
გონდოლინას დეფნესთვის არ უთქვამს, მარი-ლუ შენი ამანათის გასაგზავნად წავიდა ამ სიბნელეშიო.
Gwendoline didn’t tell Daphne that Mary-Lou had gone off into the darkness with her parcel.
183928.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 18
დარცხვენილი იყო, ზედმეტი რომ ილაპარაკა.
She was feeling rather ashamed of having been so outspoken.
183929.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 18
დეფნეს ეს არ მოეწონებოდა.
Daphne might not like it.
183930.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 18
თუმცა უკვე სემესტრის ბოლო იყო და რაღაში უნდა დასჭირვებოდა მარი-ლუ?!
But after all it was nearly the end of the term, and there would be now no need for Mary-Lou.
183931.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 18
რვის ნახევარი შესრულდა და ზარმა სავახშმოდ იხმო გოგონები.
Half-past seven came and the supper-bell rang.
183932.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 18
ისინი ოთახებიდან გამოეფინნენ და ხმაურით გაეშურნენ სასადილოსაკენ.
They poured out of the different rooms and went clattering down to the dining-room.
183933.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 18
ქალბატონმა პარკერმა ყავა ფინჯნებში ჩაასხა.
Miss Parker poured out cups of coffee.
183934.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 18
მაგიდას თვალი მოავლო.
She glanced round the table.
183935.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 18
ხუთი წუთი გავიდა, ათი... მარი-ლუ კი არსად სჩანდა.
Five minutes, ten minutes went by and there was no sign of Mary-Lou.
183936.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 18
ქალბატონმა პარკერმა შუბლი შეიკრა.
Miss Parker frowned.
183937.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 18
ზარის ხმას ხომ მაინც გაიგონებდა?
Surely she must have heard the bell.
183938.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 18
იქნებ მოძებნო, სელი!
See if you can find her, Sally.
183939.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 18
გონდოლინა დიდი დილემის წინაშე აღმოჩნდა.
Gwendoline was in a great dilemma.
183940.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 18
მხოლოდ მან იცოდა, სად იყო მარი-ლუ!
She and she only knew where Mary-Lou was.