მოიძებნა 669201 ჩანაწერი
183981.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 18
ოჰ, რამე რომ დაემართოს, ამას ვერასდროს, ვერასდროს გადავიტან!
Oh, I shall never, never get over it if anything has happened!
183982.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 18
მის საძებნელად წავალ, იქნებ ვიპოვო კიდეც!
I’m going to see if I can find her!
183983.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 18
თუკი მარი-ლუ ასეთ ამინდში ჩემი ამანათის გასაგზავნად წავიდა, მე მის მოსაძებნად აღარ წავიდე?!
If Mary-Lou can go out into that wind to post a parcel for me, surely I can go out into it to find her!
183984.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 18
მის ლამაზ, ფერმკრთალ სახეზე ისეთი რამ გამოიხატა, რაც აქამდე გონდოლინას არასოდეს შეემჩნია – ეს იყო სიმტკიცე, მიზანდასახულობა.
A look came into her pretty, pale face that Gwendoline had never seen before—a sturdy, determined look.
183985.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 18
დეფნე მუსიკის სავარჯიშო ოთახიდან გრიგალივით გავარდა.
Daphne had gone out of the little music-room like a whirlwind.
183986.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 18
ის ჯერ საძინებელში ავიდა და ლაბადა მოისხა.
She ran up to the dormy and got her mackintosh.
183987.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 18
ქარი ავისმომასწავებლად ყმუოდა.
The wind howled round fiercely.
183988.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 18
დეფნეს შიშით სუნთქვა შეეკრა, როცა სანაპიროს ბილიკზე შედგა ფეხი.
It took Daphne’s breath away as she made her way to the coast road up on the cliff.
183989.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 18
გოგონა ფანარს გარშემო ანათებდა.
She flashed her torch here and there.
183990.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 18
სველი ბუჩქების გარდა ვერაფერს ხედავდა.
There was nothing to be seen but a few wet bushes.
183991.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 18
ცოტა მანძილი რომ გაიარა, მარი-ლუს ძახილი დაუწყო.
She went a little further and began to call Mary-Lou.
183992.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 18
მარი-ლუუ! სადა ხარ?
Mary-LOU! Where are you?
183993.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 18
ხელები პირთან მიიდო და ისე განაგრძო ყვირილი.
She called again, putting her hands up to her mouth.
183994.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 18
უეცრად მისუსტებული ხმა შემოესმა: – აქა ვარ, აქ! მიშველე!
Suddenly that was a faint call in answer. Here! Here! Help me!
183995.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 19
დეფნე გაირინდა და ყური მიუგდო.
Daphne stood quite still and listened.
183996.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 19
მისუსტებული ხმა ისევ მოიტანა ქარმა.
The cry came again on the wind, very faint.
183997.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 19
მალე იმ ადგილს მიადგა, სადაც კლდის ნაპირი საშიშად იყო დაქანებული უფსკრულისაკენ.
Soon she came to a place where the cliff edge swung inwards.
183998.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 19
ნაპირს ფრთხილად შემოუარა, მიახლოება ვერ გაბედა, რადგან ქარი ძალიან ძლიერი იყო.
She followed the edge round cautiously, not daring to go too near, for the wind was so strong.
183999.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 19
უცებ უფრო ახლოდან გაიგონა მარი-ლუს ხმა.
She suddenly heard Mary-Lou’s voice much nearer.
184000.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 19
ხმა სწორედ იქიდან ესმოდა.
But the voice seemed to come from there.