მოიძებნა 669201 ჩანაწერი
183961.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 18
იძახდა, მას თუ არ მიაჩნია თავი ჩემს მეგობრად, მე ვარ მისი მეგობარიო.
She said you might not be her friend, but she was yours.
183962.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 18
დეფნეს თვალზე ცრემლი მოადგა, რამაც გონდოლინა ძალიან გააოცა.
Gwendoline was amazed to see tears suddenly glisten in Daphne’s eyes.
183963.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 18
რა დაგემართა? – იკითხა გაკვირვებულმა გონდოლინამ.
What’s up? asked Gwendoline in surprise.
183964.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 18
ასეთ საშინელ ღამეს სანაპიროს გზას დაადგა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი ამანათი გაეგზავნა.
Fancy going out on a night like this and taking the coast road—just because she wanted to take that parcel for me.
183965.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 18
თანაც ფოსტა დაკეტილი დახვდებოდა!
And the post office would be shut too!
183966.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 18
საბრალო პატარა მარი-ლუ!
Poor little Mary-Lou!
183967.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 18
ნეტავ ახლა რა ხდება მის თავს?
What can have happened to her?
183968.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 18
კლდიდან ხომ არ გადავარდებოდა? – იკითხა გონდოლინამ.
Has she fallen over the cliff? asked Gwendoline.
183969.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 18
დეფნე გაფითრდა.
Daphne went very white.
183970.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 18
ჩემს თავს ვერასოდეს ვაპატიებ!
I’d never, never forgive myself!
183971.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 18
შენ ამას ვერ გაიგებ!
You don’t understand!
183972.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 18
ოჰ, საწყალი, პატარა კეთილი მარი-ლუ!
Oh, poor kind little Mary-Lou!
183973.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 18
შენ კი ის ჩააგონე, რომ თითქოს მე არ მიყვარს და მხოლოდ ვიყენებ!
And you sent her out thinking I didn’t like her—that I only just used her!
183974.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 18
შენზე ათჯერ მეტად მიყვარს!
I like her ten times better than I like you!
183975.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 18
ის კეთილი და დიდსულოვანია და არა ეგოისტი!
She’skind and generous and unselfish.
183976.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 18
თავიდან მართლაც ვიყენებდი.
I did use her at first.
183977.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 18
მას შეუძლია ყველაფერი გასცეს და სანაცვლოდ არაფერს ითხოვს!
She just gives everything and asks nothing!
183978.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 18
მაგრამ შენ ხომ ათასჯერ მაინც გითქვამს ჩემთვის, მას მხოლოდ ვიყენებო, – ამოილუღლუღა გონდოლინამ.
But—you told me heaps of times you only put up with her because she was useful, stammered Gwendoline.
183979.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 18
საძაგლად ვიქცეოდი!
I was beastly.
183980.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 18
ეს შენგან თავის იოლად დახსნის საშუალება იყო, თავი რომ არ მოგებეზრებინა მარი-ლუზე ეჭვიანობით!
It was the easiest thing to do, to keep you from bothering me and nagging me about Mary-Lou.