მოიძებნა 669201 ჩანაწერი
184081.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 20
თვითონ გოგონები მეორე დღეს სკოლაში არ გამოჩენილან.
The two girls did not appear in school that day, because Matron was keeping them.
184082.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 20
სანამ შუადღის გაკვეთილები დაიწყებოდა, დარელი, სელი, აირენი და ბელინდა ბილიკს დაადგნენ ამანათის მოსაძებნად.
Before afternoon school Darrell, Sally, Irene and Belinda set off up the path to look for the parcel.
184083.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 20
ქარიშხალი ჩამცხრალიყო.
The wind had completely died down.
184084.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 20
შეხედეთ, მარი-ლუ აქ უნდა გადავარდნილიყო.
Look—that must be where Mary-Lou was blown over.
184085.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 20
დარელმა კლდის ჩამომტვრეულ კიდეზე მიუთითა.
Darrell was pointing to where the cliff had crumbled.
184086.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 20
ის ეკლიანი ბუჩქიც, დეფნე რომ ფეხებით მოეჭიდა.
The gorse bush Daphne wound her legs round.
184087.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 20
ღმერთო, როგორ დაკაწრავდა!
Golly, she must have been scratched!
184088.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 20
გოგონები შეჩერდნენ და ყურადღებით დაათვალიერეს ადგილი, სადაც მარი-ლუსა და დეფნეს საშინელი თავგადასავალი გადახდათ.
The girls stood and looked at the place where Mary-Lou and Daphne had had their frightening adventure.
184089.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 20
სელიმ წარმოიდგინა ის სცენა ბნელ ღამეში, როდესაც ქარიშხალი ღმუოდა, ხოლო ზღვა კლდეს ეხეთქებოდა და შეაჟრჟოლა.
Sally shivered, thinking of what it must have been like in the dark night, with the wind howling round and the sea pounding on the rocks below.
184090.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 20
გაფიქრებაც კი მზარავს! – თქვა მან.
It’s horrid to think of, she said.
184091.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 20
მოდი, ამანათი მოვძებნოთ.
Come on—let’s hunt about for the parcel.
184092.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 20
მარი-ლუს სადმე აქ დაუვარდებოდა.
Mary-Lou must have dropped it somewhere near here.
184093.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 20
მათ ძებნა დაიწყეს.
They began to look.
184094.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 20
ამანათი დარელმა იპოვა – დახეული და დასველებული ეგდო ბალახზე.
It was Darrell who found the parcel, lying wet and torn in the grass.
184095.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 20
ვიპოვე! – დაიყვირა მან და ასაღებად გაიქცა.
I’ve got it! she shouted, and ran to pick it up.
184096.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 20
ოჰ, სულ დაშლილა!
Oh, it’s all coming to pieces.
184097.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 20
ქაღალდი დამბალია, და შიგთავსი გარეთ ცვივა.
The paper is pulpy, and the contents are coming out!
184098.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 20
სჯობს, სველი ქაღალდი შემოაცალო და ნივთები ხელით წამოიღო.
Better take off the paper and carry the things inside home in our hands.
184099.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 20
მიწაზე ეყარა ოთხი სხვადასხვა ზომისა და ფორმის საფულე.
There were four purses of different sizes and shapes.
184100.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 20
დარელმა ერთ-ერთი აიღო და ღილაკს თითი დააჭირა.
Darrell picked one up and pressed it.