მოიძებნა 669201 ჩანაწერი
184281.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 21
გატყობ, რაღაცას ჯავრობ, ელენ, შენი თავის ტკივილიც მანამ არ გაგივლის, სანამ არ დამშვიდდები და სადარდებელს არ მოიშორებ.
There is something you are worrying about, Ellen, and these headaches of yours won’t go until you are at peace with yourself and have lost whatever worry it is you have.
184282.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 21
ვიცოდი, რომ ტესტებს ვერ ჩავაბარებდი.
I knew I wouldn’t even pass the tests.
184283.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 21
თანაც გოგონებმა სწორედ იმ საღამოს დამაბრალეს ქურდობა.
And the girls that night accused me of being a thief.
184284.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 21
გასაგებია, – ჩაილაპარაკა ქალბატონმა გრეილინგმა.
I see, said Miss Grayling.
184285.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 21
მაგრამ ტვინი რატომ აღარ გიმუშავებს?
But why wouldn’t your brain work any more?
184286.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 21
სტიპენდია რომ მიმეღო, ქალბატონო გრეილინგ, თავდაუზოგავად ვმუშაობდი.
I’d worked it a bit too hard, I expect, when I went in for the Scholarship.
184287.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 21
ბრწყინვალე ნიჭით არ გამოვირჩევი.
I’m not really brilliant.
184288.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 21
ჩემი კარგი ნიშნები მხოლოდ დაუღალავი შრომის შედეგი იყო.
I get good results because I slog.
184289.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 21
მთელი არდადეგების პერიოდში ვმუშაობდი.
I worked all through the hols.
184290.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 21
აქ რომ ჩამოვედი, უკვე გადაქანცული ვიყავი, მაგრამ მაინც მინდოდა, პირველი სემესტრი კარგი ნიშნებით დამემთავრებინა.
I was tired when I got here—but I did so badly want to do well my first term.
184291.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 21
არ მინდა, ჩემს მშობლებს იმედი გავუცრუო.
I don’t want to let my parents down.
184292.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 21
ჩემით ძალიან ამაყობენ.
They’re so proud of me.
184293.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 21
მეც ვალდებული ვარ, კარგად ვისწავლო.
I must do well.
184294.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 21
ახლა კი ყველაფერი გავაფუჭე...
And Now I have ruined everything.
184295.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 21
ქალბატონ გრეილინგს გულზე მოეშვა.
Miss Grayling, feeling very much relieved.
184296.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 21
შენს მშობლებს მე მივწერ, რომ ძალიან შრომისმოყვარე გოგო ხარ და ყველაფერს საუკეთესოდ აკეთებ.
I shall write your parents a letter to tell them that you have worked hard and done well.
184297.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 21
თუმცა გადაიღალე და არდადეგებზე კარგი დასვენება გჭირდება.
But that you are over-strained and must have a real holiday when it comes.
184298.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 21
მომავალ სემესტრს აღდგენილი ძალებით შეხვდები და კლასში მოწინავე გახდები!
By next term you will be quite fresh again and you will be ready to rush up to the top of the form!
184299.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 21
ელენმა დირექტორს გაუღიმა.
Ellen smiled at the Head.
184300.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 21
კიდევ მეტის თქმა მინდა, მაგრამ ვეღარ ვახერხებ.
I’d like to say a lot more, but I can’t.