მოიძებნა 669201 ჩანაწერი
184301.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 21
ქალბატონმა გრეილინგმა მარი-ლუს შეუარა და ორიოდე სიტყვა მასაც უთხრა.
Miss Grayling popped in to have a word with Mary-Lou.
184302.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 21
მერე კი კვლავ თავის კაბინეტში დაბრუნდა.
And then went back to her own quarters.
184303.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 21
ამდენი გოგონა თავიანთი პრობლემებით, ამხელა პასუხისმგებლობა!
So many girls—so many problems—so much responsibility.
184304.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 21
ყველაფერი სწორად უნდა გადაწყვიტო და ყველა გოგონას მისთვის საუკეთესო გამოსავალი მოუძებნო!
I have to put things right, and get the best out of every girl!
184305.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 21
გასაკვირი არ იყო, ქალბატონ გრეილინგს იმაზე მეტი ჭაღარა რომ ჰქონდა, ვიდრე შეეფერებოდა.
No wonder Miss Grayling had more grey hairs than she should have had.
184306.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 22
დეფნეს აღსარება.
Daphne Owns Up.
184307.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 22
იმავე დღეს, ჩაის შემდეგ, ქალბატონმა პარკერმა მეორეკლასელები გააფრთხილა, საერთო ოთახში შეკრებილიყვნენ.
Immediately after tea that day the second form were told by Miss Parker that they were to go to their common-room.
184308.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 22
რატომ? – იკითხა გაკვირვებულმა ბელინდამ.
Why? asked Belinda, in surprise.
184309.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 22
იქ ერთი ვინმე გელოდებათ.
Someone is waiting there for you.
184310.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 22
მაშინვე გაცვივდნენ საერთო ოთახისაკენ.
They all rushed into the common-room.
184311.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 22
აინტერესებდათ, რა საიდუმლო ელოდათ იქ.
They were wondering what the mystery was.
184312.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 22
დიასახლისს ჩამოეყვანა ქვემოთ.
Matron had carried her down.
184313.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 22
დეფნეც იქ იყო.
Daphne was there too!
184314.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 22
დეფნე ხმას არ იღებდა.
Daphne did not answer.
184315.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 22
არც კი იღიმოდა, გაფითრებული იჯდა და თანაკლასელებს უყურებდა.
She sat there and looked at them, rather white in the face, and did not even smile.
184316.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 22
რა გჭირს? – ჰკითხა გონდოლინამ.
What’s the matter? asked Gwendoline.
184317.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 22
ყველანი დასხედით, – თქვა დეფნემ.
Sit down, all of you, said Daphne.
184318.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 22
რაღაც უნდა გითხრათ.
I’ve got something to say.
184319.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 22
მერე კი წავალ და ვეღარასოდეს მნახავთ.
Then I shall go away and you won’t see me again.
184320.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 22
რა საჭიროა ეს მელოდრამა?! – იკითხა დეფნეს ტრაგიკული ტონით გაკვირვებულმა ჯინამ.
Why all this melodrama? asked Jean, disquieted by Daphne’s tragic voice.