მოიძებნა 669201 ჩანაწერი
184321.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 22
ვალდებული ხართ, მომისმინოთ!
You’ve got to listen.
184322.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 22
ქურდი მე ვარ!
I’m the thief.
184323.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 22
მე მოვიპარე ყველა ის ნივთი.
I took those things.
184324.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 22
ქალბატონმა გრეილინგმა ეს თავიდანვე იცოდა, მაგრამ სურდა, ჩემთვის კიდევ ერთი შანსი მოეცა.
Miss Grayling knew that, but she wanted to give me another chance.
184325.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 22
მე თქვენ ბევრი ტყუილი გითხარით, განსაკუთრებით გონდოლინას.
I told you lies—especially Gwen.
184326.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 22
ჩვენ არც იახტა გვყავს და არც მანქანები.
We haven’t a yacht or cars
184327.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 22
იმიტომ გეუბნებოდით, სკოლაში არასოდეს მივლია-მეთქი, მეშინოდა, არ გაგეგოთ, რომ სკოლიდან გარიცხული ვიყავი.
I told you I’d never been to school before because I didn’t want anyone to find out I’d been expelled.
184328.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 22
სამკაულებიც მე მოვიპარე, რადგან ლამაზი ნივთები ძალიან მიყვარს, მაგრამ არ მაქვს.
And I took jewellery too, because I like pretty things and haven’t nearly enough myself.
184329.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 22
გონდოლინას კინაღამ გული წაუვიდა.
Gwendoline looked as if she was about to faint.
184330.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 22
ახლა კი მიხვდა, რატომ არ პატიჟებდა დეფნე არდადეგებზე თავისთან.
No wonder Daphne had never asked her to stay for the holidays.
184331.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 22
ქალბატონმა გრეილინგმა მთხოვა, თქვენთან მოვსულიყავი და ყველაფერი მეღიარებინა.
Miss Grayling said I was to come and confess to you myself.
184332.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 22
ჩემი თავი თვითონვე მეზიზღება!
I hate myself!
184333.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 22
ჩემი ბრალია, ელენი ტყუილად რომ დაადანაშაულეთ.
I let you accuse Ellen wrongly.
184334.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 22
მე კი მახეში გავები და ელენს დავაბრალე!
And I fell into the trap and accused Ellen!
184335.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 22
თქვა დარცხვენილმა ალისიამ.
said Alicia, in a shamed voice.
184336.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 22
რა საძაგელი ვინმე ხარ, დეფნე!
You are a beast, Daphne.
184337.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 22
შენ შეგეძლო, შეგეჩერებინე.
You could have stopped me.
184338.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 22
თავს ვერასოდეს ვაპატიებ, საბრალო ელენს ესე რომ მოვექეცი!
I shall never forgive myself for doing that to poor old Ellen.
184339.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 22
სულ ეს არის, დეფნე?
Is that all, Daphne?
184340.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 22
რა, საკმარისი არ არის? – მწარედ ჩაიცინა დეფნემ.
Isn’t it enough? said Daphne, bitterly.