მოიძებნა 669201 ჩანაწერი
184521.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 1
მას ღრმად ჩასძინებოდა.
She was fast asleep!
184522.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 1
მას არცერთი სიტყვა არ გაუგონია დარელის მონათხრობიდან.
She hadn't heard a single word of all that Darrell had been telling her!
184523.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 2
სკოლაში დაბრუნება.
Back at school again.
184524.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 2
დარელი ისე გაბრაზდა, რომ გადაწყვიტა, როცა ზერელდა გაიღვიძებდა, საერთოდ აღარაფერი ეთქვა მისთვის.
Darrell was so annoyed that she made up her mind not to say another word when Zerelda deigned to wake up.
184525.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 2
ამერიკელი გოგონა კარგად შეათვალიერა.
She took a good look at the American girl.
184526.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 2
შთამბეჭდავი გარეგნობა ჰქონდა, თუმცა მხრებზე დაყრილი კულულები მთლად ოქროსფერი არ ჰქონია.
She was certainly very striking-looking, though her mane of hair was not really a very nice shade of gold.
184527.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 2
დარელი ახლა იმით დაინტერესდა, შეღებილი ჰქონდა თუ არა.
Darrell wondered if it had been dyed or not.
184528.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 2
ალბათ, არა, რადგან ამის უფლებას არ მისცემდნენ.
But no, surely nobody would let her do that.
184529.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 2
შესაძლოა, ამერიკაში გოგონები უფრო სწრაფად იზრდებიან.
Perhaps girls grew up more quickly in America though?
184530.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 2
რა ცუდია, ამანაც მელორი ტაუერსში რომ უნდა ისწავლოს.
It's a pity she's studying to Malory towers.
184531.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 2
მგონი, გონდოლინას ის მოეწონება.
Gwendoline will love her, I expect!
184532.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 2
ბატონმა რივერსმა უკან მოიხედა და მძინარე ზერელდა რომ დაინახა, დარელს მეგობრულად გაუღიმა.
Mr. Rivers looked back at the sleeping Zerelda and gave Darrell a comradely grin.
184533.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 2
იმანაც ღიმილითვე უპასუხა.
She smiled back.
184534.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 2
გაიფიქრა, ნეტავ ზერელდას მშობლები როგორები არიანო.
She wondered what Zerelda's parents could be like.
184535.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 2
თვითონვე დაასკვნა, ალბათ ძალიან უცნაურები, რადგან ზერელდასნაირი ქალიშვილი ჰყავთო.
she thought they must be pretty queer to have a daughter like Zerelda.
184536.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 2
დარელი ხომ სამართლიანი გოგო იყო.
Darrell was a very fair girl.
184537.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 2
თექვსმეტისა ხდება თურმე და მაღალ კლასში ისწავლის, – ფიქრობდა დარელი.
she'll be in a higher form, as she's nearly sixteen, thought Darrell.
184538.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 2
ნეტავ ჩრდილოეთის კოშკში მაინც არ დააბინავებდნენ.
I hope she's not in North Tower.
184539.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 2
ქალბატონი პოტსი რას იფიქრებს მასზე?!
whatever would Miss Potts think of her!
184540.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 2
პუტკუნა და გულისხმიერი დიასახლისიც გაახსენდა, რომელიც სულელურ გამოხდომებს ვერაფრით ვერ ეგუებოდა.
She thought of plump, sensible Matron who never stood any nonsense from anyone.