მოიძებნა 669201 ჩანაწერი
184761.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 3
წამოდით, თორემ დილით ადრე ვერ გაიღვიძებთ!
Come along, everyone, or you'll never be up in the morning!
184762.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 4
მესამე კლასის ოთახი ეზოს გადაჰყურებდა, მოშორებით კი ზღვის ხედი იშლებოდა.
The third form classroom overlooked the courtyard and had a distant view of the sea.
184763.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 4
ზერელდა მეოთხე კლასის ოთახში უნდა წავიდეს.
Zerelda's to go to the fourth form classroom.
184764.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 4
შენ ჩვენთან არა ხარ.
You are not with us.
184765.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 4
მეოთხე კლასის დამრიგებელს, შენი ვარცხნილობა და პომადიანი ტუჩები არ მოეწონება.
Miss Williams, the fourth form mistress, won't like your hairstyle—or your lipstick either.
184766.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 4
ის გარეგნობაზე ძალიან ზრუნავდა და ამ პატარა ინგლისელი გოგონას შენიშვნას როგორ აიტანდა.
She thought a great deal of her appearance and could not bear to have it remarked on by these little English girls.
184767.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 4
მე ამ კლასის ორგანიზატორი ვარ.
I'm head-girl of this form.
184768.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 4
ამიტომაც შევიწუხე თავი და გითხარი!
That's why I'm bothering to tell you.
184769.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 4
მინდა, უსიამოვნებისგან დაგიცვა.
I want to save you getting into trouble.
184770.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 4
მაგრამ ზერელდას ძალიან ლამაზი ვარცხნილობა აქვს.
But Zerelda's hair looks lovely.
184771.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 4
გონდოლინას უაზრო ლაპარაკისთვის არავის მიუქცევია ყურადღება.
Nobody took the slightest notice of Gwendoline's bleating.
184772.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 4
გმადლობ, ჯინა, მაგრამ არ ვაპირებ პატარა ინგლისელ გოგონად გადავიქცე და თმა ცხენის კუდივით უკან შევიკრა!
Thanks all the same, Jean, but I'm not going to make myself into a little pig-tailed English schoolgirl.
184773.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 4
ჩემი ნება რომ იყოს, თქვენც გაგიკეთებდით მაკიაჟს და რაღაცას დაგამსგავსებდით!
You ought to let me have a try at making you up—I'd soon get you some looks!.
184774.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 4
დეფნემ, რომელსაც თავი ულამაზესად მიაჩნდა, მედიდურად გადაიხარხარა.
Daphne, who fancied herself as very pretty, laughed scornfully.
184775.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 4
არავის უნდა შენსავით საფრთხობელას ჰგავდეს?!
Nobody wants to look a scarecrow like you!
184776.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 4
ზერელდამ უდარდელად ჩაიცინა და თავისი საკლასო ოთახის მოსაძებნად გასწია.
Zerelda grinned good-humouredly, and went off to find her classroom.
184777.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 4
ქალბატონი უილიამსიც ვერც კი წარმოიდგენდა, თუ ზერელდა მისი კლასის მოსწავლე იქნებოდა.
Miss Williams had no idea that Zerelda was one of her form.
184778.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 4
ალბათ რომელიმე მასწავლებლის ახალი ასისტენტია.
She could be one of the new assistant mistresses.
184779.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 4
ცოტა არ იყოს, გაუკვირდა: ნუთუ აქ მასწავლებლები მოსწავლეებს „ქალბატონოთი“ მიმართავენო!
She was thinking it was a queer thing if the mistresses all called the girls "Miss".
184780.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 4
ზერელდა გაკვირვებული იყო.
Zerelda was rather astonished.