მოიძებნა 669201 ჩანაწერი
184841.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 4
გოგონებს იგი ძალიან მოსწონდათ.
The girls liked her very much.
184842.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 4
გულიანი სიცილი იცოდა და გულისხმიერად იქცეოდა.
She had a hearty laugh, and a hearty manner.
184843.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 4
არდადეგებზე სულ ცხენზე ჯირითობდა, შაბათობით კი ცხენოსანთა რაზმს წვრთნიდა.
In the holidays she rode practically all the time, and was in charge of the riding teams on Saturdays.
184844.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 4
მიკვირს, გაკვეთილზე რომ არ შემოდის საცხენოსნო ბრიჯით.
I really wonder she doesn't come to class in riding-breeches.
184845.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 4
დარწმუნებული ვარ, ბოლოკაბის ჩაცმა ეჯავრება!
I'm sure she hates wearing a skirt!
184846.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 4
შეიძლება, წიგნების კიდევ ერთი კომპლექტი ავიღო ახალი მოსწავლისთვის, ვილჰელმინა რობინსონისთვის? – იკითხა ჯინამ, რომელსაც წიგნების დარიგება ევალებოდა.
Shall I put a set of books for the new girl, Wilhelmina Robinson? asked Jean, who was in charge of the books.
184847.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 4
როდის ჩამოვა, ქალბატონო პიტერს?
When is she coming, Miss Peters?
184848.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 4
ქალბატონმა გრეილინგმა თქვა, ამ დილით ჩამოვაო.
Miss Grayling said she would be arriving this morning.
184849.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 4
შესვენების შემდეგ მესამეკლასელები ხელსაქმის ოთახში შევიდნენ.
After Break the third form went to the sewing-room.
184850.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 4
მათ უეცრად ცხენების ფლოქვების თქარათქური მოესმათ.
They suddenly heard the clatter of horses' hooves outside —a tremendous clatter.
184851.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 4
ალისიამ მაშინვე ფანჯარასთან მიირბინა, ეგონა, ცხენოსნობის გაკვეთილი თუ ტარდებო.
Alicia went to the window at once, wondering if there was a riding-lesson.
184852.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 4
გაიხედეთ! ეს ვინ არის?
Just look here! Whoever is it?
184853.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 4
მთელი კლასი ფანჯარას მისცვივდა.
All the class crowded to the window.
184854.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 4
მანდ რას აკეთებთ?
What are you doing there?
184855.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 4
ქალბატონო დონელი, მოდით, შეხედეთ, – სთხოვა ალისიამ.
Miss Donnelly, come and look, said Alicia.
184856.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 4
ქალი ფანჯარასთან მივიდა.
So she went to the window.
184857.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 4
შავ ცხენზე ამხედრებული გოგონა დაინახა, რომელსაც ასევე ცხენებზე ამხედრებული შვიდი ბიჭი ახლდა თან, ასაკით რვიდან თვრამეტ წლამდე.
She saw a girl on a black horse, and with her were seven boys, ranging in age from about eight to eighteen, each of them on horseback!
184858.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 4
ეს ვილჰელმინა უნდა იყოს!
It must be Wilhelmina!
184859.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 4
და მისი შვიდი ძმა.
And her seven brothers!
184860.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 4
ახლა არ მითხრათ, მისმა ძმებმაც მელორი ტაუერსში უნდა ისწავლონო!
Don't say that her brothers are coming to Malory Towers too!