მოიძებნა 669201 ჩანაწერი
184881.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 5
აი, ვილჰელმინას ჩაგაბარებ, სადილზე ჩაიყვანე!
Well, look after Wilhelmina for me, take her down to dinner!
184882.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 5
გუშინ ვერ შეძლო ჩამოსვლა, რადგან კარანტინის ვადა არ იყო დამთავრებული.
She couldn't come yesterday because she wasn't out of quarantine.
184883.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 5
ვილჰელმინა, ეს ჯინაა, შენი კლასის ორგანიზატორი.
Here you are, Wilhelmina— this is Jean, head-girl of your form.
184884.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 5
ჯინამ შეხედა თუ არა, მაშინვე მოეწონა.
Jean looked at her and liked her at once.
184885.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 5
პატარა, აპრეხილი ცხვირი, ფართოდ გაჭრილი პირი და შორი-შორს ჩამსხდარი დიდი ყავისფერი თვალები ჰქონდა.
She had a tip tilted nose, a big mouth, and big, wide-set eyes of hazel-brown.
184886.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 5
ჩამოსვლისას დაგინახე. ცხენით ჩამოხვედი, ხომ?
I saw you arrive—on horseback, didn't you?
184887.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 5
დიახ, – უპასუხა ვილჰელმინამ.
Yes, said Wilhelmina.
184888.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 5
შვიდივე ძმამ მომაცილა.
My seven brothers came with me.
184889.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 5
დედა საშინლად გაგვიბრაზდა.
Mummy was awfully cross about that.
184890.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 5
მას უნდოდა, მამას წამოვეყვანე მანქანით და თვითონაც გამომყოლოდა, მაგრამ ჩვენ ცხენებს მოვახტით და გამოვასწარით.
She wanted me to go in the car with her and Daddy—but we got our horses and shot off before they started!
184891.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 5
ნუთუ ყველას საკუთარი ცხენი გყავთ?
Have you each got a horse?
184892.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 5
კი, შინ დიდი თავლა გვაქვს, – უპასუხა ვილჰელმინამ
Yes. We've got big stables, said Wilhelmina.
184893.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 5
მამას სადოღე ცხენებიც ჰყავს.
Daddy keeps racehorses too.
184894.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 5
პანსიონის ტიპის სკოლაში აქამდე არასოდეს ვყოფილვარ.
I've never been to boarding school before.
184895.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 5
საშინელებაა, ხომ?
Is it awful?
184896.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 5
თუ ასეა, მოვახტები ჩემს ცხენს და უკანვე გავქუსლავ!
If it is I shall saddle my horse and ride away.
184897.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 5
ჯინა ვილჰელმინას მიაჩერდა.
Jean stared at Wilhelmina.
184898.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 5
მელორი ტაუერსი მშვენიერი სკოლაა.
Malory Towers is a jolly fine school.
184899.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 5
შენ ეს მოგეწონება.
You'll like it.
184900.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 5
ნეტავ უფლებას მომცემენ, ჩემი ქარიშხალა ყოველდღე ვაჯირითო?
Shall I be able to ride Thunder each day?