მოიძებნა 669201 ჩანაწერი
185001.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 6
თვითონ მითხრა.
She told me so.
185002.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 6
თურმე ეშინია კიდეც ცხენების.
She's scared of horses.
185003.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 6
წარმოგიდგენია, დარელ?
Imagine that, Darrell!
185004.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 6
აზრადაც არ მომივიდოდა, რომ ვინმეს დედამიწის ზურგზე შეიძლება ცხენების ეშინოდეს!
I shouldn't have thought there was anyone in the world silly enough to be frightened of a horse.
185005.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 6
შესვენებაზე მესამეკლასელების უმრავლესობამ თავლას მიაშურა ბილის ცხენის სანახავად.
Most of the third-formers had been out to the stables to see Bill's horse.
185006.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 6
დარელს ის დიდ საოცრებად არ მოსჩვენებია, რადგან ცხენებისა ბევრი არაფერი გაეგებოდა, თუმცა ძალიან მოეწონა ეს საყვარელი ცხოველი, რომელიც ბილს მხიარული ჭიხვინით შეხვდა.
Actually he didn't seem very wonderful to Darrell, who didn't know a great deal about horses, but she did think he was lovely animal the way he welcomed Bill, whinnying in delight.
185007.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 6
დიდი ხავერდოვანი დრუნჩი მკლავზე მიადო იმის ნიშნად, რომ ეს პატარა, ჭორფლიანი ქალბატონი მართლაც გაგიჟებით უყვარდა.
He pushing his big velvety nose into the crook of her arm, and showing her as plainly as possible that he adored every bit of his freckled little mistress.
185008.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 6
მავი, გონდოლინა, დეფნე და მარი-ლუ ცხენს ახლოს არ მიჰკარებიან.
Mavis, Gwendoline, Daphne and Mary-Lou would not go near him.
185009.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 6
დანარჩენებს კი ძალიან მოეწონათ.
But the others loved him.
185010.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 6
ზერელდას სულაც არ შეშინებია.
Zerelda was not scared of him at all.
185011.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 6
მისით ძალიან მოიხიბლა.
she admired him very much.
185012.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 6
ვილჰელმინა, რა სამწუხაროა, რომ აუცილებლად იმ საძაგელ ბრიჯებში უნდა გამოეწყო მასზე შესაჯდომად.
what a pity you've got to get yourself up in those awful breeches to ride him, Wilhelmina.
185013.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 6
შენ ალბათ ფუშფუშა კაბით შეჯდები, თმას წელამდე გაიშლი, ბეჭდებს აისხამ და ფეხებზე ზანზალაკებს დაიკიდებ!
I suppose you'd ride him in flowing skirts, with your hair down to your waist— and rings on your fingers and bells on your toes!
185014.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 6
რა მაგარი ხარ, როცა ბრაზდები.
You're wunnerful when you scowl like that.
185015.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 6
მოკეტე, რა! – მიაძახა ბილმა და ზურგი შეაქცია.
Shut up, said Bill, and turned away.
185016.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 6
ძალიან აოცებდა ზერელდა.
She was puzzled by Zerelda.
185017.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 6
დანარჩენებს თითქოს იმას აგრძნობინებდა, პატარა სულელები ხართო.
She made the others feel small and rather stupid.
185018.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 6
გარეგნულადაც ზრდასრულს ჰგავდა და მანერებითაც.
She really did seem years older, and she used a grown-up manner.
185019.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 6
მაგრამ დიდსულოვანი და კეთილი იყო.
But she was generous and kind.
185020.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 6
მწყობრიდან არასოდეს გამოდიოდა და ამიტომაც არავის სძულდა.
She never lost her temper, so nobody disliked her.