მოიძებნა 669201 ჩანაწერი
185021.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 6
გონდოლინა მას აღმერთებდა.
Gwendoline adored her.
185022.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 6
ზერელდას გამო მავი მიატოვა, რითაც ოპერის ამომავალი ვარსკვლავის რისხვა დაიმსახურა.
She quite neglected Mavis for Zerelda, which annoyed that conceited young opera-singer immensely.
185023.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 6
ეს შედარებით მოკლე სემესტრია და უნდა იყოჩაღოთ, რომ კარგი შედეგები აჩვენოთ!
It's a shorter term but you must work hard and show good results.
185024.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 6
მესამე კლასში მხოლოდ ჩრდილოეთის კოშკის გოგონები არ სწავლობდნენ.
The third form did not have only the third form girls from North Tower.
185025.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 6
საკმაოდ მრავალრიცხოვანი კლასი გამოვიდა.
It was a fairly big form.
185026.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 6
ქალბატონი პიტერსი მკაცრი გახლდათ.
Miss Peters was strict.
185027.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 6
თუმცა, რადგან ეს მისთვის პირველი სემესტრი იყო, ჯერ ისე მკაცრად არ ექცეოდა.
But as it had been her first term, she had not been too hard on her.
185028.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 6
მან გადაწყვიტა, იგი ნორმალურ მესამეკლასელად ექცია, მიუხედავად იმისა, გახდებოდა თუ არა მართლაც ოპერის მომღერალი.
she was quite determined to make Mavis a good third-former, opera singer or not.
185029.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 6
ვიცნობ მაგ გამოხედვას!
I know that look!
185030.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 6
ამ სემესტრში ბევრი მეცადინეობა მოგიწევს.
You'll have to work this term.
185031.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 6
შენი ხმა ცოტა ხნით უნდა დაივიწყო!
You have to forget your voice for a bit!
185032.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 6
შენი რჩევა როცა დამჭირდება, აუცილებლად მოგმართავ!
When I want your advice I'll ask for it.
185033.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 6
არ ვაპირებ, ვინმეს დავემონო და ქალბატონ პიტერსს, ან სხვა ვინმეს თავი დავაჩაგვრინო!
I'm not going to slave and make myself miserable for Miss Peters or anyone else.
185034.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 6
თქვენ ფლანგეთ დრო, თუ ასე ძალიან გინდათ!
Waste your time, if you like.
185035.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 6
თქვენ ბრწყინვალე კარიერას ვერასოდეს შექმნით და ცნობილებიც არ გახდებით!
You'll never have a career, or be Somebody!
185036.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 6
გონდოლინა ძალიან გულნატკენი იყო.
Gwendoline was very hurt.
185037.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 6
როგორც ბრიყვებს სჩვევიათ, მასაც დიდი წარმოდგენა ჰქონდა საკუთარ თავზე.
Like many silly people she had a great idea of herself.
185038.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 6
შინ განებივრებულს თავი განსაკუთრებული ვინმე ეგონა.
She was so continually spoilt at home that she really did think herself wonderful.
185039.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 6
თუ ასეთ ლაპარაკს გააგრძელებ, შენთან აღარ ვიმეგობრებ! – გადაუჩურჩულა მან.
If you're going to say things like that I shan't be friends with you, she whispered.
185040.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 6
მაშინ წადი და ზერელდას მიეწებე!
Go and tag round Zerelda then.