მოიძებნა 669201 ჩანაწერი
185101.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 7
მოლი რონალდსონი ერთ-ერთი საუკეთესო სპორტული კაპიტანია, ვინც კი ოდესმე გვყოლია.
Molly Ronaldson is one of the finest games captains we've ever had.
185102.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 7
მისი თაოსნობით ყველაზე მეტი მატჩი მოვიგეთ.
We've won more matches with her than ever before.
185103.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 7
გენიალური სიზუსტით არჩევს გოგონებს გუნდებისთვის.
She's got an absolute genius for picking the right girls for the match-teams.
185104.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 7
ნეტავ, მეც მოვხვდებოდე რომელიმე გუნდში! ისე გამიხარდებოდა, ღამე არ დამეძინებოდა!
if I could get into one of the teams I'd be so thrilled I wouldn't be able to sleep at night.
185105.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 7
მე კი ძილს მარტო ის თუ გამიტეხავდა, გონდოლინასავით მუწუკები რომ გამომსვლოდა სახეზე, ან რომელიმე თითზე ფრჩხილი თუ მომტყდებოდა, თამაშისთვის ძილს როგორ დავიფრთხობ!
Maybe I wouldn't sleep at night if I had spots on my face like Gwendoline goes in for, or if I broke one of my nails— but I'd not lose my sleep for any games in the world!
185106.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 7
რა უცნაური ვინმე ხარ, ზერელდა!
You're a queer person, Zerelda.
185107.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 7
დარელმა მეგობრულად გაუღიმა, – შენი ცხოვრების საუკეთესო წლებს უქმად ატარებ.
You're missing all the nicest years of your life.
185108.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 7
იმას ვგულისხმობ, რომ ცხოვრებით უნდა დატკბე – როგორც ამას შენი თანატოლი ინგლისელი გოგონები აკეთებენ.
I mean, you just won't let yourself enjoy the life most English girls of your age enjoy.
185109.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 7
მთელი დღეები თმაზე, სახის კანსა და ფრჩხილებზე ზრუნავ, მაშინ, როცა შეგიძლია, ლაკროსის თამაშით ისიამოვნო, სასეირნოდ იარო, ან უბრალოდ, სპორტდარბაზში ივარჯიშო.
You spend hours over your hair and your face and your nails, when you could be having fun at lacrosse, or going for walks, or even messing about in the gym.
185110.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 7
რა სამწუხაროა, რომ სპორტი და თამაშები სავალდებულოა!
It's a pity gym is compulsory, and games too.
185111.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 7
ასე რომ არ იყოს, მაგით თავს არც შევიწუხებდი!
I wouldn't bother much about them if they weren't.
185112.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 7
ნაძლევს დავდებ, ყველაფერს კარგად გაართმევს თავს, მაგრამ უბრალოდ მიაჩნია, რომ სპორტი მისი საქმე არაა.
I bet she'd be good at them—but she thinks that all that kind of thing is beneath her.
185113.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 7
გონდოლინა კი წამოენთო.
Gwendoline flared up.
185114.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 7
ხომ არ გეწყინება, ეგრე რომ დაგხატო?
Do you mind if I draw you like that?
185115.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 7
გონდოლინამ უფრო მეტად შეიკრა კოპები.
Gwendoline scowled still more.
185116.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 7
არ უნდოდა, ასე დაბღვერილი დაეხატა.
She didn't want her scowl to be drawn.
185117.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 7
ბელინდამ რვეული დახურა და დანარჩენებს მოჩვენებითი სინანულით შეხედა.
Belinda shut her book and looked disappointed in rather an exaggerated manner.
185118.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 7
არადა, რა საყვარლად იბღვირებოდა!
And it was such a lovely scowl!
185119.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 7
არა უშავს, სხვა დროს გამოვიჭერ და დავხატავ!
Never mind—I'll watch out for it and draw it another time.
185120.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 7
თუ ეს გოგო ვინმეს დახატვას განიზრახავდა, აუცილებლად აღწევდა ხოლმე მიზანს!
Once this girl wanted to draw something she didn't rest till she had done so!