მოიძებნა 669201 ჩანაწერი
185141.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 7
მინდა ეს მელოდია ჩავიწერო!
I do want to write down that tune.
185142.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 7
თუ გინდა, მე ავიტან შენს პალტოსა და ქუდს და წინდებსაც მოგიძებნი.
I'll take them up for you and find your stockings.
185143.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 7
ბელინდაც ისეთივე დაბნეული იყო, როგორიც აირენი.
Belinda was as much of a scatterbrain as Irene.
185144.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 7
ბელინდა აირენის პალტოთი და ქუდით ხელში გაუჩინარდა.
Belinda disappeared with the hat and cloak.
185145.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 7
აირენმა ისევ განაგრძო ღიღინი.
Irene began to hum again.
185146.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 7
მავიც აჰყვა თავისი მშვენიერი ხმით.
Mavis sang it in her lovely voice.
185147.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 7
ერთ მშვენიერ დღეს შენთვისაც დავწერ მუსიკას!
One day I'll write a song for that voice of yours.
185148.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 7
მე კი მას ნიუ-იორკში ვიმღერებ და ცნობილს გაგხდი, აირენ!
I'll sing it in New York, and make you famous, Irene
185149.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 7
მე რომ ოპერის მომღერალი გავხდები...
When I'm an opera-singer, I...
185150.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 7
– შენ რომ ოპერის მომღერალი გახდები, ბევრად უფრო ყოყლოჩინა იქნები, ვიდრე ახლა ხარ!
When you're an opera-singer, You'll be even more conceited than you are now.
185151.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 7
ყოყლოჩინა სულაც არა ვარ!
I'm not conceited at all.
185152.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 7
მავი გაიბუტა და ხმა აღარ ამოუღია.
Mavis was silent and cross.
185153.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 7
გონდოლინა მის დამშვიდებას შეეცადა.
Gwendoline began to sympathize with her.
185154.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 7
მარი-ლუ კუთხეში იჯდა, წინდებს კემსავდა და თავისთვის ფიქრობდა, ნეტავ ალისია მეც არ გადმომწვდეს თავისი მწარე ენითო.
Mary-Lou, darning a stocking in a corner, hoped that she would not come in for a flick of Alicia's tongue!
185155.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 7
ბელინდა სად არის?
Where's Belinda?
185156.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 7
მგონი, წინდის მოტანა ძალიან დაუგვიანდა, აირენ!
She's an awful long time getting those stockings for you, Irene.
185157.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 7
თუ დროზე არ მომიტანს, თვითონ მომიწევს ასვლა.
If she doesn't bring them soon, I'll have to go and fetch them myself.
185158.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 7
ვახშამზე ახალი უნდა მეცვას.
I simply must put a new one for supper.
185159.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 7
ამ დროს მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის კაკუნით ოთახში მადმუაზელი შემოვიდა.
Mam'zelle came bustling in, tip-tapping on her small feet in their high-heeled shoes.
185160.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 7
მას ხელში ქუდი და პალტო ეჭირა!
She held a hat and cloak in her hand.