მოიძებნა 669201 ჩანაწერი
185261.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 8
გამომდინარე აქედან, მიმაჩნია, რომ მესამე კლასში უკეთ იგრძნობ თავს.
Therefore I think you will do better if you go into the third form.
185262.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 8
ისინი არც სწავლასა და არც ცხოვრებას ისეთი სერიოზულობით არ უდგებიან, როგორც მეოთხეკლასელები, ამიტომ სწავლასაც უკეთ შეძლებ და უფრო მხიარულადაც იქნები.
They don't take life—or lessons--quite so seriously as they will when in the fourth form—so you should be happier there, and able to work better.
185263.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 8
ზერელდას თავზარი დაეცა!
Zerelda was shocked.
185264.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 8
დაბალ კლასში დაბრუნება უდიდესი შეურაცხყოფა იყო!
To go down into a lower form! What a disgrace!
185265.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 8
მართალია, მესამეკლასელები უფრო მოსწონდა და მეოთხეკლასელებთან საერთოდ არ ურთიერთობდა, მაგრამ მთელი კლასით უკან დახევა, აბა, რად უნდოდა!
True, she liked the third-formers, and didn't get on with the fourth form girls—but she didn't want to slide down a whole form!
185266.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 8
მისი მშობლები რას იტყოდნენ?
Whatever would her parents say.
185267.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 8
დარწმუნებული ვარ, მესამე კლასს მალე შეეგუები.
I think you'll soon settle down quite well in the third form.
185268.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 8
ხვალვე შეგიძლია, გადახვიდე.
You can go there tomorrow.
185269.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 8
ქალბატონ პიტერსს გავაფრთხილებ.
I will tell Miss Peters.
185270.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 8
შენი ნივთები ამაღამ გადაიტანე.
Move all your things tonight.
185271.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 8
შეევედრა ზერელდა, რომელიც ძალიან დამცირებულად და უსუსურად გრძნობდა თავს.
Begged Zerelda, feeling very small and disgraced.
185272.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 8
ინგლისურ სკოლაში ყველაფერი ახალია ჩემთვის, სწავლაც რთულია.
This is all new to me, this English school—and the work too.
185273.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 8
დიახ, ძალიან კარგად მესმის.
Yes, I quite see all that.
185274.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 8
დაბალ კლასში გადაყვანით ცხოვრება გაგიადვილდება.
I think life would be easier for you if you go into a lower form.
185275.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 8
დამერწმუნე, მაღალ კლასს თავს ვერ გაართმევ!
I am convinced you will not get on at all in a higher form.
185276.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 8
მაგრამ, ზერელდა, დამპირდი, რომ უფრო ქვემოთ აღარ დაეშვები!
But, Zerelda-don't slide down any further, promise me.
185277.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 8
შენ დიდი ქვეყნის შვილი ხარ და მისი ერთადერთი წარმომადგენელი ამ სკოლაში!
You belong to a great country, and you are her only representative here.
185278.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 8
არა უშავს, დაჯდება მესამე კლასში, ამაზე განგაშს არ ატეხს.
All right, she'd go down into the third form, she'd not even make a fuss.
185279.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 8
თუ გოგონები დასცინებენ, მიახვედრებს, რომ არ ენაღვლება!
And if the girls teased her, she'd just show them she didn't care!
185280.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 8
მაგრამ, შეეცდება სამუშაოს თავი კაგად გაართვას.
But—she would try to get on with the work all right.