მოიძებნა 669201 ჩანაწერი
185341.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 9
ეს ყველაფერი თვალნათლივ წარმოიდგინა და ახალი ბურთის დასაჭერად გაიქცა.
She pictured it all as she ran to take another catch.
185342.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 9
მოლი რონალდსონს ხომ არ სთხოვოს, დამატებით ავარჯიშოს?
Should she ask Molly Ronaldson for extra coaching?
185343.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 9
მოლის არაერთხელ უთქვამს, მზად ვარ ახალბედები ვავარჯიშო.
Molly always said she was willing to give the juniors any tips.
185344.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 9
მოლი დარელისთვის მიუწვდომლად დიდი იყო.
Molly seemed a very high-up, distant, rather grand person to Darrell.
185345.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 9
სწორედ ამ დროს მან მოლის მოჰკრა თვალი, რომელიც მოედნიდან აწითლებული და ბედნიერი სახით გამოდიოდა.
She saw Molly as she was going off the field, hot and happy.
185346.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 9
მოლი, შეიძლება, რაღაც გთხოვო?
Molly—could I just ask you something?
185347.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 9
ძალიან მინდა, ერთ-ერთ გუნდში მეც ვითამაშო.
I do so want to be in one of the match-teams.
185348.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 9
როგორ ფიქრობ, შანსი მექნება, თუკი გაძლიერებულად ვივარჯიშებ?
Do you think there might be a possible chance if I do extra practice?
185349.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 9
სახელგანთქმულმა სპორტის კაპიტანმა გულიანად გაიცინა და დარელს მხარზე ხელი მოუთათუნა.
The famous games captain laughed and clapped Darrell on the back.
185350.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 9
სწორედ გუშინ ვეუბნებოდი ჯოანს შენზე, კარგი მონაცემები აქვს-მეთქი.
I was only saying to Joan yesterday how you were coming on.
185351.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 9
დამატებითი ვარჯიში მართლაც წაგადგება.
A spot of extra coaching would do you good.
185352.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 9
შენც მოდი, როცა დრო გექნება.
You can come along any of the times you're free.
185353.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 9
ოჰ, დიდი მადლობა, მოლი! – შვებით ამოისუნთქა დარელმა.
Oh, thank you, Molly, breathed Darrell.
185354.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 9
ყოველთვის მოვალ, როცა შევძლებ.
I'll come every time I can.
185355.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 9
გახარებული დარელი ქურციკივით გარბოდა და შენობის კუთხეში მადმუაზელს კინაღამ შეეჯახა.
Darrell felt so happy that she leapt along like a deer, colliding with Mam'zelle round a corner.
185356.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 9
ეს რა საქციელია?
Now, what is this behaviour?
185357.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 9
მოლი რონალდსონი ლაკროსში ვარჯიშს დამპირდა.
Mam'zelle, Molly Ronaldson is going to give me extra coaching at lacrosse.
185358.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 9
ერთ დღეს შეიძლება, სკოლის გუნდშიც მოვხვდე!
I might be in the match-team one day!
185359.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 9
მადმუაზელი აპირებდა, ეთქვა, რომ სულაც არ მიესალმებოდა, თუკი დარელი ზორბა მოლისთან ერთად იმ უცნაურ თამაშს ითამაშებდა.
Mam'zelle was just going to remark that not for anything would she rejoice at that big Molly giving Darrell coaching at that extraordinary game.
185360.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 9
ეს, რა თქმა უნდა, დიდი პატივია.
It is indeed a high honour.