მოიძებნა 669201 ჩანაწერი
185381.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 9
მესამეკლასელები, ცოტა არ იყოს, გაღიზიანდნენ.
The third-formers felt a little indignant.
185382.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 9
მათ ხომ დიდი მონდომებით დაგეგმეს, რომ ზერელდას გულითადად დახვედროდნენ და შეურაცხყოფის გადალახვაში ამით დახმარებოდნენ!
They had so virtuously and generously decided to welcome Zerelda, and help her not to mind what they considered to be a great disgrace.
185383.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 9
ზუსტად ისეთივე იყო როგორიც უწინ – სიტყვებსაც ადრინდელივით წელავდა.
She was exactly the same as usual, speaking in her slow drawl.
185384.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 9
ის კი არა, თითქოს უფრო მეტად თავდაჯერებულიც ჩანდა.
She was appearing even more sure of herself than ever.
185385.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 9
დარელი გაბრაზდა.
Darrell felt rather annoyed.
185386.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 9
მისი აზრით, ზერელდა ვალდებული იყო, ცოტათი მაინც გამოეჩინა გრძნობები.
She considered that Zerelda ought to have shown a little more feeling.
185387.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 9
ქალბატონი პიტერსი, როგორც ყოველთვის, ენერგიულად შემოიჭრა ოთახში.
Miss Peters came in briskly as usual.
185388.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 9
კარი მარი-ლუმ მოხურა.
Mary-Lou shut the door.
185389.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 9
მერე ზერელდას მიაპყრო მზერა და ის დაინახა, რაც სხვებმა ვერ შეამჩნიეს.
That keen glance had taken in Zerelda-but she saw what the others did not see.
185390.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 9
წიგნი რომ აიღო, ოდნავ ხელიც აუცახცახდა.
A hand that shook slightly as she picked up a book.
185391.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 9
მაგრამ ცდილობს, ეს სხვებს არ დაანახვოს.
But she's not going to show it.
185392.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 9
ეს ჯერ არ ვიცი!
I still don't know it!
185393.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 9
ზერელდა სმენად იქცა.
The lesson began.
185394.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 9
თმაც დაავიწყდა, ფრჩხილებიც და ტანისამოსიც.
She forgot her hair, her nails, her clothes.
185395.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 9
თავის სიცოცხლეში პირველად მოინდომა რაღაც!
She really worked for about the first time in her life!
185396.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 10
ბილი და ქალბატონი პიტერსი.
Bill and Miss Peters.
185397.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 10
მესამეკლასელთა უმეტესობა უკვე მთლიანად ჩაეფლო სწავლაში.
Most of the third-formers were now almost settled in to their work.
185398.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 10
მხოლოდ ალისია იყო მოუსვენრად – ბეტი აკლდა და ხვდებოდა, რომ დარელი მეგობრობას ვერ გაუწევდა.
Alicia, however, was restless, missing Betty and not finding that Darrell quite made up for her friend.
185399.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 10
დარელს ბეტისნაირი კვიმატი ენა არ ჰქონდა და არც მასავით თავზეხელაღებული იყო.
Darrell hadn't Betty's witty tongue, nor her daredevil ways.
185400.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 10
თუმცა, დანარჩენებს მაინც ის ჯობდა.
Still she was better then anyone else.