მოიძებნა 669201 ჩანაწერი
185421.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 10
ისე უნდა მოიქცე, როგორც გეუბნებიან!
You must do as you are told.
185422.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 10
ვილჰელმინა, თუ კიდევ დაიჟინებ ასეთ სისულელეებს, საერთოდ აგიკრძალავ ქარიშხალას ნახვას ორი-სამი დღით!
Wilhelmina, if you insist on being silly about these things, I shall forbid you to see Thunder for two or three days.
185423.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 10
ბილს ენა ჩაუვარდა.
Bill was dumbfounded.
185424.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 10
ქალბატონ პიტერსს ისე მიაშტერდა, თითქოს ყურებს არ უჯერებსო.
She stared at Miss Peters as if she couldn't believe her ears.
185425.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 10
თქვენ ეს არ გესმით, ქალბატონო პიტერს!
You don't understand, Miss Peters.
185426.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 10
თუმცა უნდა გესმოდეთ, რადგან ცხენები ასე ძალიან გიყვართ!
Though you ought to understand because you're so fond of horses yourself.
185427.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 10
მაგრამ შენსავით გაგიჟებული არ ვარ.
But I'm not top heavy about them, as you are.
185428.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 10
გამუდმებით ცხენებზე არ ვფიქრობ და ვოცნებობ, დღედაღამე ცხენზე ჯდომის სურვილი არ მაქვს.
I don't think, dream, smell and ride horses every minute of the day and night as you do.
185429.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 10
ცოტა რეალურად შეხედე ცხოვრებას, ვილჰელმინა!
Do be sensible, Wilhelmina.
185430.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 10
ძალიან ბევრ რამეს ვიტან შენგან, დროა, თავი მოთოკო – ქარიშხალაზე ნაკლები იფიქრო და სხვა რამეებსაც დაუთმო დრო!
I'm putting up with quite a lot from you, you know, and it's time you pulled yourself together, and thought a little less of Thunder, and a little more of other things.
185431.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 10
მაგრამ მესამეკლასელები მალე დარწმუნდნენ, რომ ეს ბილის ძალებს აღემატებოდა!
But that was just what Bill couldn't do, as the other third-formers soon found out.
185432.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 10
საერთო ოთახშიც არ მორიგეობდა.
She wouldn't even take on any of her duties in the common room.
185433.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 10
მის მოვალეობას მარი-ლუ ასრულებდა მის ნაცვლა.
She got Mary-Lou to do them for her instead.
185434.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 10
მარი-ლუ ისეთი კეთილი და დიდსულოვანი იყო, რომ ნებისმიერს დაეხმარებოდა.
Mary-Lou was so gentle and kindly that she would help anybody.
185435.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 10
ჯინა ბრაზობდა, როცა ბილის მაგიერ ის უვლიდა ყვავილებს.
Jean was very cross when she found she doing the flowers instead of Bill.
185436.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 10
შენ რატომ აკეთებ ამას?
Why are you doing this?
185437.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 10
ვიცი, – უპასუხა ჯინას მკაცრი ტონით შეშინებულმა მარილუმ.
I know, said Mary-Lou, scared at Jean's sharp tone.
185438.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 10
მაგრამ ბილს ისე ძალიან უნდოდა თავის ქარიშხალას მონახულება.
But Bill did so badly want to see Thunder today.
185439.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 10
ამაზე აუცილებლად უნდა დაველაპარაკო!
I shall talk to her about it.
185440.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 10
ბილს მთელი ცხოვრება ცხენებთან გაეტარებინა.
Bill had spent her life with horses.