მოიძებნა 669201 ჩანაწერი
185501.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 11
ალისიას ამანათი მოუვიდა.
Alicia has a parcel.
185502.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 11
დღეები დღეებს სწრაფად მიჰყვებოდა.
The days flew by.
185503.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 11
გონდოლინა და მავი ხშირად წუწუნებდნენ და საერთო ოთახში ან ბუხარს უსხდნენ.
Gwendoline and Mavis complained and they huddled near the fire in the common room.
185504.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 11
სპორტდარბაზში ივარჯიშეთ ან ლაკროსის მოედანზე გაიქეც-გამოიქეცით– არიგებდა მათ დარელი, რომელსაც სიჯანსაღისა და ბედნიერებისაგან ლოყები ყოველთვის ვარდისფრად უღვიოდა.
You should rush about a bit more in gym or on the lacrosse field, said Darrell, whose face was a rosy-pink with good health and happiness.
185505.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 11
იგი როგორც კი დროს გამონახავდა, მოედანზე გარბოდა, რათა მოლისთან ევარჯიშა.
She had gone out to the field every moment she could spare to have coaching from Molly.
185506.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 11
გონდოლინამ დარელს შეხედა და ჩვეულებისამებრ, კოპები შეჰყარა.
Gwendoline looked at Darrell with her usual scowl.
185507.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 11
ცივ ამინდში თავს მართლა საშინლად გრძნობდა.
She really felt miserable in the cold weather.
185508.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 11
საკუთარ სახლში ზედმეტ სითბოს მიჩვეული, ვერ ეგუებოდა სკოლის შედარებით გრილ გარემოს.
She came from an overheated home and could not get used to the fresh-air atmosphere of school.
185509.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 11
ამ დროს გონდოლინას ბელინდა მიუახლოვდა ჩუმად.
Belinda came slipping up behind Gwendoline at this time.
185510.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 11
მისმა გამოცდილმა ფანქარმა გამალებით დაიწყო მუშაობა.
Belinda's quick pencil set to work.
185511.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 11
მავიმ მუჯლუგუნი ჰკრა გონდოლინას.
Mawi nudged Gwendoline.
185512.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 11
გონდოლინა სწრაფად შემოტრიალდა და შეეცადა, შუბლი გაეხსნა, მაგრამ ძალიან ძნელი აღმოჩნდა კოპების შეუყრელად გაბრაზება!
Gwen turned round quickly, trying to smooth the scowl off her face—but it was difficult to feel angry and yet not scowl!
185513.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 11
მომშორდი, ბელინდა!
Go away, Belinda!
185514.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 11
ძალიან საყვარელი კოპები გაქვს, ყველაზე უცნაური მთელ სკოლაში!
You have such a lovely scowl—the strangest in the whole school.
185515.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 11
მიდი, რა, კიდევ შეყარე კოპები! დამახატვინე!
Do scowl and let me draw it.
185516.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 11
საბრალო გონდოლინა მერი, როგორი გაბრაზებულია, ოჰ, როგორ უნდა, რომ მრისხანედ შეიკრას კოპები, მაგრამ ამას არ იზამს!
Poor Gwendoline Mary—so annoyed, that it makes her want to scowl more fiercely than ever—but she won't!
185517.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 11
არა უშავს, სხვა დროს წაგასწრებ!
Never mind—I'll watch for the next time.
185518.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 11
ყველას გაეცინა.
Everyone laughed.
185519.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 11
გონდოლინას კი სიმწრის ცრემლებით აევსო თვალები.
Gwen's eyes filled with easy tears.
185520.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 11
მას ხომ ნებისმიერ დროს შეეძლო ეტირა!
She could always cry at any moment.