მოიძებნა 669201 ჩანაწერი
185641.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 12
კარგად იცი, რომ შენ ხარ ჩემი მეგობარი, და თუ მე და ალისია ამ ხნის განმავლობაში ერთად დავდიოდით, ეს იმიტომ, რომ არც შენ იყავი აქ და არც ბეტი.
You know you're my friend and I only went with Alicia and Alicia with me because you and Betty were away.
185642.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 12
რატომ მექცევა ალისია განსაკუთრებით მეგობრულად სელის წინაშე?
why is it that Alicia is always so specially nice to me in front of Sally?
185643.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 12
დარელს ეჭვიანობა საერთოდ არ ახასიათებდა.
Darrell wasn't at all jealous herself.
185644.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 12
ეს გრძნობა მისთვის უცხო იყო, ამიტომაც არ ესმოდა ბოლომდე სელის.
It was not in her nature, so she couldn't really understand Sally's feelings.
185645.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 12
ის ორივე პოზიციას საღად აფასებდა.
She saw both sides very clearly.
185646.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 12
სელის არ მოსწონდა ალისია და სურდა, დარელი მარტო მისი მეგობარი ყოფილიყო.
Sally didn't like Alicia and wanted Darrell's entire friendship.
185647.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 12
ალისიას არ უნდოდა დარელის კომპანიონობაზე უარის თქმა.
Alicia didn't see why she should give up Darrell's companionship.
185648.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 12
მთელი ყურადღება სირბილზე, ბურთის ტყორცნასა და დაჭერაზე ჰქონდა გადატანილი.
She was giving her whole attention to the fun of running and catching and throwing.
185649.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 12
მოლი რონალდსონი მისით ძალიან კმაყოფილი იყო.
Molly Ronaldson was really pleased with her.
185650.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 12
დარელი ვარჯიშს არასოდეს აცდენდა, ყინვასა და ქარშიც კი მიდიოდა მოედანზე.
She had never missed a practice, she had come out in the coldest weather and winds.
185651.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 12
დარელ რივერს, დღეიდან გუნდის მესამე სათადარიგო მოთამაშე იქნები!
Darrell Rivers, count yourself as third reserve for the third match team.
185652.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 12
ამ საღამოს ტაბლოზე ჩანაწერს გავაკეთებ.
I'll put the notice up on the board this evening.
185653.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 12
დღეიდან შანსი გეძლევა, მატჩი ითამაშო, ამიტომ ვარჯიში გააგრძელე.
There's always a chance you might play in a match, so keep up your practice.
185654.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 12
ამ სემესტრში ბევრი მოთამაშე ხდება ხოლმე ავად და თამაშიდან გამოთიშვაც ხშირად უხდებათ.
In this term there's such a lot of illness and people often fall out by the dozen.
185655.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 12
იმედს არ გაგიცრუებ!
I won't let you down!
185656.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 12
ერთ ვარჯიშსაც არ გავაცდენ, რომ მოთოვოს, მაინც!
I'll not miss a single practice, even if it snows!
185657.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 12
მე გუნდზე ვფიქრობ.
I'm thinking of the team.
185658.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 12
დარელ რივერს, შეიშალე?
Darrell Rivers! Are you mad?
185659.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 12
მგონი, ცოტა კი!
Well, perhaps I am a bit!
185660.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 12
გუნდში ამიყვანეს მესამე სათადარიგო მოთამაშედ!
I'm third reserve for the third match-team!