მოიძებნა 669201 ჩანაწერი
185701.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 12
ზერელდა მოთმინებით ცდილობდა ბრიტანულ ინგლისურში დაოსტატებას, რითაც ქალბატონ პიტერსს სასიამოვნოდ აოცებდა.
Zerelda patiently tried to master the English way of speaking, much to Miss Peter's astonishment.
185702.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 12
არც ის მოსწონდა, ზერელდა ზრდასრულივით რომ იქცეოდა და დანარჩენებს ზემოდან უყურებდა.
Nor did she like Zerelda's still grown-up air, and her habit of appearing to look down on the others.
185703.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 12
ახლა კი ვაჩვენებ ყველას!
Now I'll show them all!
185704.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 13
ზერელდას უიღბლო რეპეტიცია.
Zerelda's unfortunate rehearsal.
185705.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 13
სასკოლო სპექტაკლების დადგმა მეტწილად ქალბატონ ჰიბერტს ევალებოდა.
Miss Hibbert took a great deal of trouble in producing the school plays.
185706.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 13
ის რიგრიგობით მუშაობდა ყველა კლასთან და შესანიშნავ შედეგებს აღწევდა.
She gave her time to each form in turn, and really achieved some excellent results.
185707.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 13
იმ სემესტრში მესამე კლასის ჯერი იყო.
This term it was the third form's turn.
185708.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 13
სპექტაკლი სემესტრის დასასრულს უნდა წარმოედგინათ.
They were to give the play towards the end of the term.
185709.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 13
გოგონები კმაყოფილები იყვნენ, ფრანგული პიესის დადგმა რომ არ უწევდათ.
They were thankful not to be doing French plays.
185710.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 13
თითქმის ყველა როლზე სათითაოდ მოგვსინჯავს.
she tries us all out in almost every part several times.
185711.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 13
ამას ორი მიზნით აკეთებს: ჯერ ერთი, როლებისთვის შესაფერის მსახიობებს პოულობს და მეორეც, ამ გზით ყველა ჩვენგანი თითქმის მთელ ნაწარმოებს იზეპირებს.
She does that for two reasons—In that way she really does find the right actor for every part—and we all get to know every part of the play.
185712.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 13
გინდა, რამდენიმე ფრაზა მოგასმენინო?
Would you like to hear me do some of the lines?
185713.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 13
ახლა სავარჯიშოდ მივდივარ.
I'm just going out to my practice now.
185714.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 13
მაპატიე, მაგრამ შეხვედრაზე მივდივარ, ზერელდა.
Sorry! I've got to go to a meeting, Zerelda.
185715.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 13
დარწმუნებული ვარ, ძალიან მაგარი იქნები!
But I'm sure you'd be just wunnerful!
185716.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 13
მე მოგისმენ, ზერელდა, – უთხრა გონდოლინამ.
I'll hear you, Zerelda, said Gwendoline.
185717.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 13
მუსიკის რომელიმე ოთახი ცარიელი იქნება და იქ შევიდეთ, ხელს არავინ შეგვიშლის.
Let's go into one of the empty music practice-rooms, where you won't be disturbed.
185718.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 13
სიამოვნებით ვუყურებ შენს შესრულებას.
It will be lovely to see you act.
185719.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 13
დარწმუნებული ვარ, შეუდარებელი იქნები.
I'm sure you must be awfully good.
185720.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 13
ისეთივე დიდებული, როგორიც... რა ჰქვია შენს საყვარელ მსახიობს?..
As good as—what's the star you like so much?