მოიძებნა 669201 ჩანაწერი
185761.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 13
ხელები პათეტიკურად გაშალა და მომდევნო ეპიზოდის შესრულებას შეუდგა.
Holding her hands out pathetically in front of her she began another speech.
185762.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 13
ზერელდა ძალიან ინდომებდა ბრიტანული აქცენტით ლაპარაკს, თუმცა დროდადრო ამერიკულად წელავდა სიტყვებს.
Zerelda tried very hard to speak in the English way but kept lapsing into her usual American drawl.
185763.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 13
გონდოლინას გაცინება მოუნდა, მაგრამ მიხვდა, რომ ეს ზერელდასათვის შეურაცხმყოფელი იქნებოდა.
Gwendoline wanted to laugh but she knew how offended Zerelda would be.
185764.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 13
თმა თვალებში ეფხატებოდა და ცისფერი ფარდის შლეიფი უკან დასთრევდა.
The blue curtain dragging behind her like a train, her hair almost hiding one eye.
185765.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 13
ამ დროს ოთახში ვიღაცამ შემოიხედა.
Someone looked in at this moment.
185766.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 13
მეორეკლასელი ბესი იყო.
It was Bessie, a second-former.
185767.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 13
მაგრამ მესამეკლასელებს რომ მოჰკრა თვალი, მაშინვე უკან გაიქცა.
But seeing two third- formers there, she fled.
185768.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 13
ამის მერე მეოთხეკლასელმა შეაღო კარი.
Then a fourth-former came.
185769.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 13
უნდა ვივარჯიშო.
I've got to practise.
185770.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 13
აბა, მოუსვით აქედან!
Clear out yourself!
185771.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 13
ვერ ხედავ, რეპეტიციას გავდივარ?!
Can't you see I'm rehearsing?
185772.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 13
აქედან დამეკარგეთ ორივენი!
Clear out now, both of you.
185773.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 13
ზერელდამ გადაწყვიტა, აირენივით მოეგიჟიანებინა თავი.
Zerelda decided to go all temperamental like Irene.
185774.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 13
შექსპირის წიგნს ხელი დასტაცა და მეოთხეკლასელს გაუქანა.
She caught up her book of Shakespeare's plays and threw it at the fourth-former.
185775.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 13
საუბედუროდ, სწორედ ამ დროს დიასახლისმა ჩამოიარა და ოთახში შეიხედა.
Most unfortunately at that moment Matron came by, and glanced into the room.
185776.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 13
ქალი გაოცდა, როცა ფარდასა და მაგიდის გადასაფარებელში გამოხვეული არსება დაინახა, სახეზე ჩამოფხატული თმით, რომელიც ფორტეპიანოსთან მჯდარ გოგონას წიგნს ესროდა.
She was filled with astonishment to see somebody wearing a curtain and a tablecloth, with hair all over her face, throwing a book at a girl about to sit down at the piano.
185777.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 13
მან ფართოდ გამოაღო კარი და ყველანი შიშით შეხტნენ.
She opened the door sharply, making everyone jump.
185778.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 13
რამ მოგაფიქრა ტანზე ფარდის შემოხვევა?
What on earth have you got the curtain round you for?
185779.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 13
სულ გაგიჟდი?
Are you quite mad?
185780.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 13
ან თმა რას გიგავს?
And what has happened to your hair?