მოიძებნა 669201 ჩანაწერი
185821.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 14
მათემატიკის ტესტი მომდევნო კვირას გვაქვს.
There's to be a maths test next week.
185822.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 14
ზუსტად მაგ დროს უნდა მოხდეს ეს!
That's the time to do it!
185823.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 14
ყველას გაეცინა.
Everyone laughed.
185824.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 14
ო, რა კარგი იყო სკოლა!
Oh, school was such fun!
185825.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 14
აქ გატარებული ყოველი წუთი ნეტარებას ანიჭებდა.
She enjoyed every single minute here.
185826.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 14
სწავლაც მოსწონდა აქ და თამაშიც, გოგონებთან ჭორაობაც და გუნდის სათადარიგო სკამზე ჯდომაც.
She loved her work and her play, she loved the company of the chattering girls, she loved being reserve.
185827.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 14
ყველაფერი საამური იყო!
Everything was wonderful!
185828.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 14
ასეთი მშვენიერი სემესტრი ჯერ არ ჰქონია!
This was the nicest term she had ever had.
185829.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 14
ამას ბილის გარდა ვერავინ ამჩნევდა.
Nobody else seemed to notice it—but Bill knew.
185830.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 14
ცხენი მხოლოდ გარემოს კი არ უცხოობდა, როგორც თავიდან ეგონა.
The horse wasn't just homesick, as she had thought at first.
185831.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 14
გოგონა ძალიან დარდობდა მასზე.
She was very worried about him.
185832.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 14
უფრო მეტად იმაზე წუხდა, რომ ამის გამო სათანადოდ ვეღარ მეცადინეობდა და ქალბატონ პიტერსს აბრაზებდა.
The more worried she got, the less attention she paid to her work, and the crosser she made Miss Peters.
185833.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 14
ვილჰელმინა, თუ შეიძლება ყურადღება მოგვაპყარი!
Wilhelmina! Will you please pay attention!
185834.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 14
ვილჰელმინა, შეგიძლია გაიმეორო, რაც ახლახან ვთქვი?
Wilhelmina! Will you repeat what I have just said?
185835.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 14
ვილჰელმინა, კლასში აღარ გაგაჩერებ, თუ სულ ფანჯარაში უნდა იყურო და იოცნებო!
Wilhelmina, I will not have you in my class if you persist in looking out of the window and dreaming!
185836.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 14
დადარდიანებული ბილი მხოლოდ მაშინ იღებდა ხმას, როცა ქარიშხალაზე შეეკითხებოდნენ რამეს.
Bill was miserable now, but she said very little unless anyone actually asked her about Thunder.
185837.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 14
მან იცოდა, თავისი დაუმორჩილებლობით ჯინას საშინლად რომ აღიზიანებდა.
She knew that Jean disapproved strongly of her continual disobedience.
185838.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 14
ქალბატონ პიტერსს ბილში ეჭვი შეეპარა.
A suspicion came into Miss Peter's mind.
185839.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 14
ნუთუ, ბილი არ დამემორჩილა?
Was Bill being disobedient?
185840.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 14
ამ თემაზე ქალბატონ პოტსს დაელაპარაკა, რომელსაც ჩრდილოეთის კოშკი ებარა.
She spoke about it to Miss Potts, who was in charge of North Tower.