მოიძებნა 669201 ჩანაწერი
185781.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 13
ჯანეტ, შენ გააგრძელე ვარჯიში!
Janet, get on with your practising.
185782.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 13
გონდოლინა, შენ აქ არ უნდა იყო, როცა მეოთხეკლასელი მეცადინეობს.
Gwendoline, you shouldn't be here when a fourth former is practising.
185783.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 13
შენ კი, ზერელდა, ასე გაავებულს თუ კიდევ გნახავ, ქალბატონ გრეილინგს მოვახსენებ ყველაფერს!
As for you, Zerelda, if I see any more tempers Like that, I shall report you to Miss Grayling!
185784.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 13
წიგნების სროლას ვგულისხმობ, რასაკვირველია!
Throwing books at one another indeed!
185785.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 13
ასე თუ გააგრძელებ, მესამეში კი არა, პირველ კლასში მოგიწევს დაჯდომა!
You'll go down into the first form if you behave like that!
185786.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 13
გაცხარებულმა დიასახლისმა ეს ყველაფერი ისე სწრაფად მიაყარა, გოგონებმა სიტყვის ჩართვაც კი ვერ მოახერხეს.
The girls couldn't get a word in, for Matron fired all this off at top speed.
185787.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 13
მან ჯანეტს უბიძგა და სკამზე დასვა, გონდოლინას გარეთ გასვლა ანიშნა, ხოლო ზერელდას მკლავში წაავლო ხელი.
She pushed Janet firmly down on the stool, shooed Gwendoline out as if she was a hen, and took Zerelda firmly by the shoulder.
185788.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 13
შენ ჩემთან წამოხვალ და მაჩვენებ, ფარდა ან მაგიდის გადასაფარებელი ხომ არ დახიე!
You'll just come with me and let me find out if you've torn the cloth or the curtain.
185789.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 13
თუ დახეული აღმოჩნდა, დაჯდები და ჩემი მეთვალყურეობით დაკემსავ.
If you have torn it you'll sit down in my room under my eye and mend it.
185790.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 13
გაბრაზებული და დარცხვენილი ზერელდა მორჩილად გაჰყვა დიასახლისს დერეფანში.
Angry and embarrassed, Zerelda had to walk down the corridor after Matron.
185791.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 13
ცდილობდა, ფარდა და მაგიდის გადასაფარებელი როგორმე მხრებიდან შემოეძრო.
She wasw trying to take the curtain and cloth away from her shoulders.
185792.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 13
სად მიჰყავს დიასახლისს?
Where's Matron taking her?
185793.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 13
რა საშინლად გამოიყურება!
She looks awful!
185794.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 13
გოგონა გაწითლდა და გონდოლინას დაუწყო თვალებით ძებნა.
She blushed miserably and looked round for Gwen.
185795.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 13
კიბეზე მადმუაზელს გადაეყარნენ.
They met Mam'zelle at the stairs.
185796.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 13
ამას მე მივხედავ, მადმუაზელ!
I'm dealing with her, Mam'zelle.
185797.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 13
ამიტომ არც შეჩერებულა, ზერელდას ხელი მოხვია და საჩქაროდ შეიყვანა თავის ოთახში.
So she did not stop to talk, but swept Zerelda along to her room at top speed.
185798.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 13
ზერელდას გასახარად, არც ფარდა და არც მაგიდის გადასაფარებელი დაზიანებული არ აღმოჩნდა.
Fortunately for Zerelda, she could find no damage done to either the tablecloth or the curtain.
185799.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 13
დიასახლისმა ზერელდას ორი მსხვილი ნაწნავი გაუკეთა.
Matron plaited Zerelda's hair into two fat plaits!
185800.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 13
ზერელდას აქამდე დაწნული თმა არასოდეს ეტარებინა.
Zerelda had never had her hair plaited in her life.