მოიძებნა 669201 ჩანაწერი
185801.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 13
ნეტავ კიდევ რა მომელის.
Whatever would happen to her next?
185802.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 13
აი, ახლა დაემსგავსე ნამდვილ მოსწავლეს, ზერელდა!
Now you look a proper schoolgirl, Zerelda.
185803.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 13
რატომ გინდა, რომ ოცი წლისას ჰგავდე, არ მესმის!
Why you want to go about pretending you are twenty, I don't know.
185804.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 13
ზერელდა უხალისოდ წამოდგა.
Zerelda got up weakly.
185805.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 13
საკუთარ თავს სარკეში შეავლო თვალი.
She caught a glimpse of herself in the glass.
185806.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 13
რა საშინელებაა!
How awful!
185807.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 13
ნუთუ ეს თვითონ არის?!
Could that really be herself?
185808.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 13
დიასახლისის ოთახიდან უჩუმრად გამოვიდა და საძინებლისკენ გაემართა, რომ ვარცხნილობა ისევ თავის ჭკუაზე გაეკეთებინა.
She crept out of Matron's room and fled up to the dormy to try and put her hair right.
185809.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 13
ქალბატონ პიტერსს შეხვდა, რომელიც ისე მიაჩერდა, თითქოს ვერ იცნოო.
She met Miss Peters, who stared at her as if she didn't know her.
185810.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 13
ზერელდამ ცალყბად გაუღიმა და შეეცადა, უსიტყვოდ აევლო გვერდი.
Zerelda smiled a weak smile and tried to get by without a word.
185811.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 13
ზერელდა! – ისე თქვა, თითქოს თვალებს არ უჯერებსო.
Zerelda! she said, as if she couldn't believe her eyes.
185812.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 13
ისიც ისე მიაშტერდა, თითქოს მოჩვენებას ხედავდა.
she too stared at her as if she was seeing a ghost.
185813.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 13
ოჰ, ზერელდა, ახლა ნამდვილ მოსწავლეს ჰგავხარ!
Oh, Zerelda— you look like a real schoolgirl now.
185814.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 13
დანარჩენებს უნდა მოვუყვე, დიასახლისმა როგორ დაგიწნა თმა.
I must tell the others that Matron plaited your hair.
185815.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 13
ეს საძაგელი სკოლა!
This horrible school!
185816.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 13
დიასახლისს ამას არასოდეს ვაპატიებ!
I'll never forgive Matron, never!
185817.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 14
ბილი გამოიჭირეს!
Bill is caught!
185818.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 14
მხოლოდ სელის მიაჩნდა, რომ მსგავს რამეებთან თამაში საშიში იყო.
Sally still said she thought it was a dangerous joke to play.
185819.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 14
ის ხვდებოდა, რომ სელის მისი და დარელის დაახლოება აღიზიანებდა.
She knew that Sally was jealous of her friendship with Darrell.
185820.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 14
ჯინა კი ორ ცეცხლს შუა იყო: ერთი მხრივ, სურვილი კლავდა, ოინით ეხალისა, მეორე მხრივ კი, როგორც კლასის ორგანიზატორი, ვალდებული იყო, ასეთი რამ არ წაეხალისებინა.
Jean was torn between her desire to see the trick played and her feeling that as head-girl she ought not to be too encouraging.