მოიძებნა 669201 ჩანაწერი
185881.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 14
თუ ნებას დამრთავთ, მე წავალ და მოვძებნი.
If you let me I shall go and find her for you.
185882.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 14
არა, მე თვითონ მოვძებნი.
No. I'll find her.
185883.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 14
ხომ არ იცით, სად შეიძლება იყოს?
Does anyone know where she is?
185884.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 14
ქალბატონი პიტერსი გაბრაზდა.
Miss Peters felt furious.
185885.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 14
ვილჰელმინა სწორედ იქ იყო, სადაც წასვლა აუკრძალეს – საჯინიბოში!
Wilhemina was somewhere she ought not to be—in the stables!
185886.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 14
ვიცი, საჯინიბოშია, – მკაცრად წარმოთქვა ქალბატონმა პიტერსმა.
I suppose she is in the stables, said Miss Peters, grimly.
185887.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 14
მან ჯინას მიაპყრო თვალი.
She looked at Jean.
185888.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 14
შენ კლასის მეთაური ხარ, ჯინა, და შენი ვალდებულებაა, დაარიგო ვილჰელმინა, ასე სულელურად და უღირსად არ მოიქცეს!
You, as head-girl, Jean, ought to tell Wilhemina not to be so foolish and dishonourable.
185889.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 14
ჯინა გაწითლდა და მოუსვენრობა დაეტყო.
Jean went red and looked uncomfortable.
185890.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 14
ყველანი აქ დარჩით, – ბრძანა ქალბატონმა პიტერსმა.
Stay here, all of you, commanded Miss Peters.
185891.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 14
მას კი სურდა, ბილი თვითონ გამოეჭირა და ამ საკითხისთვის ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვა.
And she wanted to catch Bill herself and stop this kind of thing for good and all.
185892.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 14
ოჰ, საცოდავი ბილი! – ამოიოხრა დარელმა, როცა მასწავლებელი გავიდა.
Oh, poor Bill! groaned Darrell, when the theacher had gone.
185893.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 14
თუ უკანა გასასვლელიდან გავიქცევი, შეიძლება, საჯინიბომდე მივასწრო და ბილი გავაფრთხილო.
If I race down the back ones, I might get to the stables first and warn Bill.
185894.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 14
დარელი აღარ დაელოდა, ვინ რას იტყოდა.
Darrell didn't wait to hear what anyone had to say.
185895.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 14
ქალბატონი პიტერსი მოდის!
Miss Peters is coming here!
185896.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 14
ქარიშხალას შავი თავის გვერდით ბილის გაოგნებული სახე გამოჩნდა.
She saw Bill's startled face beside Thunder's black head.
185897.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 14
მას ფეხის ხმა შემოესმა და ამოიგმინა.
Then she heard footsteps and groaned.
185898.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 14
დამალვას შეძლებ?
Can't you hide?
185899.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 14
დარელი თივის ზვინს უკან ამოეფარა და იატაკზე გაწვა.
Darrell shot under a pile of straw and lay there.
185900.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 14
ბილი გაქვავებული იდგა, ჭორფლიანი სახე შიშისგან სულ გაჰფითრებოდა.
Bill stood as if turned to stone, her freckled face pale with fright.