მოიძებნა 669201 ჩანაწერი
185961.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 15
უცებ მავი გამოცოცხლდა.
It was Mavis who suddenly livened them up.
185962.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 15
ამას შეხედეთ, – ფურცელი ააფრიალა.
Look here! She held up a paper.
185963.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 15
მასზე შემდეგი სიტყვები იყო დაბეჭდილი: ტალანტების გამოვლენა!
On it was printed these words: TALENT SPOTTING!
185964.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 15
განსაკუთრებულ ნიჭს ფლობთ?
Have you a gift?
185965.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 15
ფორტეპიანოზე კარგად უკრავთ?
Can you play the piano well?
185966.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 15
იქნებ ხატავთ, ან მღერით?
Can you draw? Do you sing?
185967.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 15
გელით სოლიდური პრიზები და შესაძლებლობა იმისა, რომ გახდეთ ცნობილი!
Big prizes—and a CHANCE to make your NAME!
185968.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 15
იცით, რამდენ პრიზს მოვიგებთ?
Think what prizes we would win!
185969.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 15
ერთი სულელური შოუ იქნება, ადგილობრივ მცხოვრებთა გასართობად გამოგონილი!
Just a silly show put on to amuse the local people!
185970.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 15
პრიზებადაც ალბათ რაღაც გროშებს გასცემენ.
And the prizes will probably be half-crowns!
185971.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 15
მაგრამ, ბელინდა, ზერელდა, ეს ხომ ჩვენი შანსია!
But, Belinda—Zerelda—it's our chance!
185972.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 15
მავის საკუთარი თავი სცენაზე წარმოედგინა: თავისი მშვენიერი ხმით მსმენელს ატკბობდა და პასუხად აღტაცებულ ოვაციებს იღებდა.
Mavis had imagined herself standing on the platform and filling the hall with her lovely voice, being applauded to the echo.
185973.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 15
საწყალი, სულელი მავი!
Poor, foolish Mavis.
185974.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 15
პატივმოყვარეობამ ისე დააბრმავა, ვერც კი გაიაზრა, რომ ეს იყო სოფლის მცხოვრებთა გასამხიარულებლად მოგონილი შოუ!
Her conceit blinded her to what the show really was just a village affair got up for fun.
185975.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 15
ენით გამოუთქმელი ბრიყვი ხარ, მავი!
Mavis, you're just too silly for words.
185976.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 15
ცოტა ჭკუას მოუხმე, რა!
Do use your common-sense.
185977.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 15
მავიმ ფურცელი ხელიდან გამოსტაცა დარელს, რომელიც მას ღიმილით დასჩერებოდა.
Mavis snatched the paper from Darrell, who was reading down it with a grin.
185978.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 15
კარგი, თუ თქვენ არ გინდათ მხიარულება, მარტო მივიღებ მონაწილეობას!
All right, if you don't want a bit of fun, you needn't have it.
185979.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 15
ნუ ხარ უტვინო!
Don't be a fathead.
185980.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 15
წარმოიდგინე, გადაჭედილი დარბაზის სცენაზე სკოლის მოსწავლე რომ დადგები და იმღერებ!
Think of yourself standing up on a big platform, just a schoolgirl, singing to a crowded hall.