მოიძებნა 669201 ჩანაწერი
185981.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 15
მაგრამ მავის ეს სულაც არ მიაჩნდა სასაცილოდ.
But it didn't seem a ridiculous picture to Mavis.
185982.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 15
ყველაფერი ნათლად ედგა თვალწინ.
She could see it all very clearly.
185983.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 15
მაყურებელთა ოვაციაც ცხადად ესმოდა.
She could even hear the thunderous applause.
185984.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 15
მავიმ განცხადება ჯიბეში ჩაიდო და ინანა, არავისთვის უნდა მეთქვაო.
She stuffed the notice into her pocket, wishing she hadn't said anything about it.
185985.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 15
სასიამოვნო ფიქრებს ისე აეღელვებინა, ადგილს ვერ პოულობდა.
A little thought kept slipping into her mind, exciting her, making her restless.
185986.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 15
ბატონმა იანგმა წინა კვირაში მეცადინეობა გამიცდინა.
Mr. Young missed y lesson last week.
185987.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 15
პარასკევს კარგად უნდა აეწონ-დაეწონა ყველაფერი და შაბათისთვის გადაწყვეტილება მიეღო.
Mavis decided to think about it all Friday and make up her mind on Saturday.
185988.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 15
გეგმა უნდა შეედგინა, თუკი ნამდვილად გადაწყვეტდა წასვლას.
She could make her plans in good time if she decided to go!
185989.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 15
მთელ პარასკევ დღეს ამაზე ფიქრობდა.
She thought about it all day Friday.
185990.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 15
ბილი კი თავის ცხენზე ფიქრობდა.
And Bill thought about Thunder.
185991.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 15
თავის ნაცვლად კი მესამეკლასელებთან მადმუაზელი გამოეგზავნა, რომელიც იმ დღეს შესანიშნავ გუნებაზე იყო და გაუთავებლად ლაპარაკობდა.
Mam'zelle came to take her place, and she was in a pleasant mood and very talkative.
185992.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 15
ამიტომ ბილსა და მავის საშუალება ჰქონდათ, მშვიდად მისცემოდნენ თავიანთ საფიქრალს.
So Bill and Mavis were able to do a little dreaming in peace.
185993.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 15
ბილს ჯერ კიდევ ჰქონდა იმედი, რომ ქალბატონი პიტერსი თავის გადაწყვეტილებას შეცვლიდა.
She was hoping against hope that Miss Peters might change her mind.
185994.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 15
ამიტომ ახლოსაც აღარ ეკარებოდა საჯინიბოს.
So she did not go near the stables.
185995.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 15
ქალბატონ პიტერსს დარელისთვის ჯერ კიდევ არაფერი ეთქვა.
Miss Peters still had not said anything to Darrell.
185996.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 15
გოგონას კი ამ ლოდინს ერჩია, დაეტუქსა ან სულაც დაესაჯა დამრიგებელს.
The girl wished she would get it over, scold her, punish her—but not keep it hanging over like this.
185997.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 15
შესაძლოა, ქალბატონი პიტერსის დასჯის ფორმა სწორედ ის იყო, რომ დარელი ამ გაურკვეველ მოლოდინში ემყოფებინა.
Perhaps that was part of Miss Peters plan though, to keep Darrell on tenterhooks for a few days!
185998.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 15
შაბათი დღეც გათენდა.
Saturday came.
185999.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 15
მავის უკვე მიეღო გადაწყვეტილება!
Mavis had made up her mind.
186000.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 15
ქალბატონ პოტსს ეტყოდა, რომ სიმღერის გაკვეთილზე იყო დაბარებული.
She would tell Miss Potts she had a singing-lesson.