მოიძებნა 669201 ჩანაწერი
186041.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 15
ახლა წვიმა დასცხებს.
it's begun to pour with rain.
186042.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 15
როგორ მინდოდა სავარჯიშოდ წასვლა!
I wanted to go and practise.
186043.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 15
ბილი შეტრიალდა.
Bill turned away.
186044.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 15
კუთხეში ჩამოჯდა და მწარე ფიქრებს მიეცა.
She sat down in a corner and began to worry hard.
186045.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 15
მეჯინიბეებს ხომ თავლასთან ახლოს არ სძინავთ!
The grooms did not sleep very near the stables.
186046.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 15
ვერავინ გაიგებს.
Nobody would know.
186047.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 15
და დილით უკვე მკვდარი დახვდებათ!
And in the morning he would be dead!
186048.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 15
მაშინ, როდესაც ბილი ამ საშინელი მოლოდინით იტანჯებოდა, მავი ტკბილ ფიქრებში იყო ჩაფლული.
Whilst Bill tortured herself with these horrible thoughts, Mavis delighted herself with pleasant ones.
186049.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 15
სულ აღარ ნერვიულობდა, ვინმე გაუგებდა თუ არა.
She didn't care a bit if she was discovered after it was all over.
186050.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 15
რა გაბედული გოგო ყოფილა, ასეთი რამ როგორ მოახერხა!
How bold she is to do a thing like that!
186051.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 15
იმ საღამოს საეჭვოდ არავის მოსჩვენებია მავის საქციელი.
Nobody had any suspicion of Mavis's mad plans that night.
186052.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 15
ქალბატონ პოტსს არაფერი უთქვამს, როცა გოგონამ შეატყობინა, დამატებითი გაკვეთილი მაქვს სიმღერაში და ადრე უნდა ვივახშმოო.
Miss Potts said nothing when she told her that she was to have an extra singing-lesson, and would be having her supper early.
186053.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 15
არც გოგონებს შეუმჩნევიათ რამე.
The girls took no notice either.
186054.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 15
ისინი ხომ მიჩვეულები იყვნენ მავის სიმღერის გაკვეთილებს.
They were used to Mavis and her singing-lessons at all times.
186055.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 15
ავტობუსსაც ადვილად გავყვები.
I shall easily be able to catch the bus.
186056.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 15
მაგრამ შუაღამისას რომ დავბრუნდები, გოგონები რას იტყვიან?
Whatever will the girls say when I came back tonight!
186057.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 15
ბოლოს და ბოლოს, მიხვდებიან, რომ ხმის გარეშეც წარმოვადგენ რამეს!
Well—they'll know I am something besides just a Voice!
186058.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 15
ავტობუსს მართლაც იოლად გაჰყვა.
She caught the bus easily.
186059.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 15
თავსხმა წვიმა იყო, მაგრამ საწვიმარი ლაბადა მოისხა.
It was pouring with rain but she had her mackintosh with her.
186060.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 16
სად არის მავი?
Where is Mavis?