მოიძებნა 669201 ჩანაწერი
186101.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 16
ჯინამ ეს მაშინვე შენიშნა.
Jean noticed it at once.
186102.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 16
მავი სად არის?
Where's Mavis?
186103.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 16
მთელი საღამოა, არ დამინახავს.
I haven't seen her all evening.
186104.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 16
თქვა, სიმღერის გაკვეთილი მაქვსო.
She said she had a singing-lesson.
186105.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 16
ალბათ მოვა, როცა ბატონი იანგი დაასრულებს.
Well, she'll come along when Mr. Young's finished with her, I suppose.
186106.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 16
ასე გვიანობამდე არასოდეს დარჩენილა.
He's never as late as this.
186107.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 16
ქალბატონ პოტსს ხომ არ გავაგებინო?
I wonder if I ought to tell Miss Potts.
186108.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 16
იქნებ სადმე აქვეა.
She may be messing about somewhere/
186109.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 16
შეიძლება სულაც საძინებელში ავიდა უკვე.
She'll be up in the dormy probably.
186110.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 16
გოგონებმა გამოიცვალეს და დაწვნენ.
The girls undressed and got into bed.
186111.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 16
როგორ გგონიათ, ის იდიოტი მავი ტალანტების კონკურ სზე ხომ არ წავიდოდა?
You don't think, do you, that that idiot of a Mavis has gone off to that talent spotting affair?
186112.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 16
აი, იმაზე, ბილინგტონის საკონცერტო დარბაზში რომ იმართება დღეს.
You know—the thing at Billington Grand Hall.
186113.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 16
სულაც არ გამიკვირდება!
I shouldn't be a bit surprised!
186114.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 16
თავის ხმაზე ძალიან არის გაგიჟებული.
She's quite silly over her voice.
186115.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 16
ალბათ დარწმუნებულია, რომ თავის გამოჩენის შანსი მიეცა.
She might think it was a wonderful chance to air it in public.
186116.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 16
ეს ხომ ყოველთვის ძალიან უნდოდა!
She's always wanting to.
186117.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 16
მაშინ აუცილებლად უნდა გავაცხადოთ!
She'll just have to be reported then.
186118.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 16
ალბათ წუთი წუთზე დაბრუნდება.
She may be back at any minute.
186119.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 16
აღარ მახსოვს, კონცერტი რომელ საათზე იწყებოდა.
I forget what time the concert began.
186120.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 16
მაგრამ დარწმუნებული ვარ, ცხრისნახევრიან ავტობუსს გამოჰყვებოდა.
I expect she'd catch the half-past eight bus back.