მოიძებნა 669201 ჩანაწერი
186121.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 16
ხვალ დილით კი შეგიძლია, გააცხადო.
You'll have to report her tomorrow morning.
186122.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 16
ისე, მართლა რა იდიოტი ყოფილა, თუ ნამდვილად იქ წავიდა!
What a perfect idiot she must be, if she really has gone!
186123.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 16
ხვალამდე შეეშვი, რა!
Leave it till tomorrow morning.
186124.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 16
ქალბატონ პოტსს გოგონების საძინებლიდან ხმა შემოესმა და გაუკვირდა.
Miss Potts heard the voices in the dormy and was surprised.
186125.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 16
კარს რომ მიუახლოვდა, ჯინას ხმა გაიგონა: „აბა, გოგონებო, შევწყვიტოთ ლაპარაკი!“ ამიტომ კარის შეღება და დატუქსვა გადაიფიქრა.
She came to the door—but at she heard Jean's clear voice say "Now, no more talking girls", at that moment, she did not open the door to scold.
186126.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 16
არადა, რომ შესულიყო, აუცილებლად შენიშნავდა მავის არყოფნას!
If she had, she would have noticed Mavis was missing.
186127.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 16
ჯინას ძალიან უნდოდა, მავის მღვიძარი დახვედროდა და ესაყვედურა.
Jean tried to keep awake to tick off Mavis.
186128.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 16
ბილის ერთი სიტყვაც არ გაუგია მავის შესახებ ნათქვამი!
Bill hadn't heard a word about Mavis.
186129.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 16
ქარიშხალა, როგორ ხარ ახლა?
Thunder! How are you getting on?
186130.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 16
ბილი ქარიშხალას ელაპარაკებოდა თავის ფიქრებში.
Bill talked to Thunder in her thoughts.
186131.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 16
დარელს უნდოდა ბილი დაემშვიდებინა, მაგრამ ისე უცებ და ღრმად ჩაეძინა, ვეღარ შეძლო.
Darrell had meant to have a last comforting whisper with Bill, but she fell asleep before she could say the words.
186132.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 16
ათიც შესრულდა და თერთმეტიც.
Ten o'clock struck, and eleven.
186133.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 16
მაგრამ მავი არ გამოჩენილა.
But, Mavis didn't come.
186134.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 16
ყველა გოგონას ეძინა, ბილის გარდა.
All the girls were asleep except Bill.
186135.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 16
ის კი მავიზე სულ არ ფიქრობდა.
And she didn't think about Mavis.
186136.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 16
საათმა თორმეტჯერ ჩამოჰკრა.
Twelve o'clock struck.
186137.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 16
ვერ დავიძინებ!
I can't go to sleep!
186138.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 16
დილამდე ფხიზლად ვიქნები!
I shall lie awake till the morning.
186139.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 16
ოღონდ ის გამაგებინა, რომ ქარიშხალა კარგად არის და ჩემს თავს არ დავეძებ!
If I knew the Thunder is all right, I'd be all right, too.
186140.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 16
მაგრამ თუ მართლა შებერილობა აქვს? – ერთხანს ასე იწვა და ფიქრობდა.
But supposing he really has the colic? She lay and thought for a few minutes.