მოიძებნა 669201 ჩანაწერი
186221.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 17
საწოლზე წამოჯდა და დარელს გაოცებული მიაჩერდა.
She sat up and stared at Darrell in amazement.
186222.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 17
აქ რამ მოგიყვანა?
What have you come to me for?
186223.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 17
დარელს შეეძლო, ქალბატონი პოტსი, ან სულაც დიასახლისი გაეღვიძებინა, მაგრამ გუმანით გრძნობდა, რომ მხოლოდ ქალბატონ პიტერსს შეეძლო მათი დახმარება.
Darrell would have gone to Miss Potts or Matron in the usual way —but this was something so unusual that the girl felt only Miss Peters could deal with it properly.
186224.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 17
ცხენს შებერილობა აქვს და ბილი შიშობს, რომ დაიღუპება.
The horse has got colic and Bill's afraid he'll die.
186225.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 17
არ შეგიძლიათ, ვეტერინარი გამოიძახოთ?
Can you get the vet?
186226.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 17
ნუთუ შენ და ბილი ამ შუაღამისას საჯინიბოში ხართ?!
Have you and Bill been out to the stables at this time of night?
186227.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 17
საათი პირველის ნახევარს აჩვენებდა.
The clock showed half-past twelve.
186228.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 17
ქალბატონი პიტერსი სასწრაფოდ საწოლიდან წამოხტა.
Miss Peters sprang out of bed.
186229.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 17
მაგრამ გთხოვთ, ნუ გაგვიბრაზდებით, – აუცილებლად უნდა წავსულიყავით.
But don't be angry— we simply had to go.
186230.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 17
არ ვბრაზობ.
I'm not angry.
186231.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 17
ქარიშხალაზე მეც ვდარდობდი.
I was worried myself about Thunder.
186232.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 17
ვეტერინარს დავურეკე და მითხრა, ხვალისთვის მოვალო.
I rang up the vet and he said he would come tomorrow.
186233.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 17
ახლავე წამოგყვები და თვითონ ვნახავ ცხენს.
I'll come down with you and have a look at the horse myself.
186234.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 17
რამდენიმე წუთში მასწავლებელი დარელთან ერთად საჯინიბოში შევიდა.
In a few minutes she was in the stables with Darrell.
186235.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 17
ქარიშხალამ ქალბატონი პიტერსის დანახვაზე დაიჭიხვინა და ცხვირით მხარზე მიეყრდნო.
Thunder whinnied to her and nuzzled against her shoulder.
186236.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 17
ბილს გული გაუთბა მის მიმართ.
Bill's heart warmed to her.
186237.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 17
ოჰ, ქალბატონო პიტერსს, შეგიძლიათ ვეტერინარი გამოიძახოთ?
Oh, Miss Peters—can we get the vet to come now?
186238.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 17
მეშინია, რომ ქარიშხალას ვეღარ დავაკავებთ და დაწვება.
I'm so afraid Thunder will lie down and we won't be able to get him up again.
186239.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 17
ქარიშხალას მუცლიდან საგანგაშო ხმები ისმოდა.
Thunder's insides gave a most alarming rumble.
186240.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 17
ცხენი ტკივილისა და შიშისაგან გმინავდა.
The horse groaned in pain and fright.