მოიძებნა 669201 ჩანაწერი
186241.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 17
აშკარად დაწოლას აპირებდა.
He seemed about to lie down.
186242.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 17
ქალბატონმა პიტერსმა ის საჩქაროდ სადგომიდან გამოიყვანა და საჯინიბოში გაატარ-გამოატარა.
Miss Peters took him out of his stall at once, and began to walk him up and down the stables.
186243.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 17
დანარჩენი ცხენები გაკვირვებული უცქერდნენ ამ უჩვეულო სანახაობას.
The other horses looked round, mildly surprised at all these unusual happenings.
186244.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 17
ერთმა თუ ორმა შესჭიხვინა კიდეც ქალბატონ პიტერსს.
One or two whinnied to Miss Peters.
186245.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 17
დარელ, ცხენი ეზოში გაიყვანე და ატარე!
Darrell take the horse into the yard and walk him round and round.
186246.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 17
მე კი ვეტერინარს დავურეკავ და ახლავე დავბრუნდები.
I'll go and phone the vet and come back at once.
186247.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 17
ბილ, გამოყვანაში დაეხმარე!
Walk him out, Bill.
186248.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 17
ვწუხვარ, მაგრამ ვეტერინარი რეგლეტების ფერმაშია, ძროხისთვის გამოიძახეს.
I'm sorry, Mam— but the vet has gone to Raglett's farm to a cow.
186249.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 17
დაიბარა, ღამით იქ დავრჩებიო.
He said he'd stay there for the night.
186250.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 17
ქალბატონმა პიტერსმა ყურმილი დაკიდა.
Miss Peters put down the receiver.
186251.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 17
ვეტერინარს ვერ დაუკავშირდა!
Couldn't get the vet!
186252.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 17
ახლა რაღა ქნას?
What was to be done?
186253.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 17
ცხენს სჭირდება წამალი და მისი მოტანა მხოლოდ ვეტერინარს შეუძლია.
The horse needed medicine, and only the vet could bring it.
186254.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 17
ქარიშხალას მდგომარეობა კრიტიკულია.
Thunder's condition was serious.
186255.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 17
რაღაც აუცილებლად უნდა მოიმოქმედოს!
Something must be done!
186256.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 17
ისევ საჯინიბოსკენ გასწია.
She went out to the stables again.
186257.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 17
ეზოში ორი გოგონა თავსხმა წვიმაში დაატარებდა ავადმყოფ ცხენს.
In the yard the two girls were walking the horse in the yard round and round, the rain pouring down on them.
186258.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 17
ბილმა ამოიოხრა.
Bill groaned.
186259.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 17
მას უკვე იმედი გადაეწურა.
She was in despair.
186260.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 17
რეგლეტების ფერმაშია, – თქვა ქალბატონმა პიტერსმა.
He's at Raglett's farm, said Miss Peters.