მოიძებნა 669201 ჩანაწერი
186381.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 18
მაგრამ შენიანად მიგულე სამუდამოდ!
But I'm yours forever and ever.
186382.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 18
კარგი, რა! – ძილმორეული ხმით უპასუხა დარელმა და მაშინვე ჩაეძინა.
That's all right, said Darrell, sleepily and was asleep almost at once.
186383.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 18
დილით დარელსა და ბილს ისე ღრმად ეძინათ, რომ ზარის ხმაც კი ვერ გააღვიძა.
In the morning, what a to-do! Darrell and Bill slept so soundly that not even the bell awoke them.
186384.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 18
როცა ჯინამ მათ გაღვიძება დაუპირა, ერთი კი შეიშმუშნენ, მაგრამ ისევ გააგრძელეს ძილი.
When Jean pulled at them they shrugged away and cuddled down again, hardly waking.
186385.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 18
დარელ! ბილ! რა დაემართათ ორივეს!
Darrell! Bill! I say, what's the matter with them both!
186386.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 18
ზარმა რა ხანია, დარეკა!
The bell's gone ages ago.
186387.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 18
გაიღვიძეთ, რაღაც უნდა გითხრათ!
Do wake up— we want to tell you something.
186388.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 18
მავი არ დაბრუნებულა.
Mavis isn't back!
186389.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 18
მისი საწოლი ცარიელია!
Her bed is empty!
186390.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 18
გოგონები მავის გაუჩინარებაზე აღელვებით ლაპარაკობდნენ.
The girls were talking excitedly about Mavis's non appearance.
186391.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 18
ჯინა ძალიან შეწუხებული ჩანდა.
Jean was very worried.
186392.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 18
თავს დამნაშავედ გრძნობდა.
She was feeling very guilty.
186393.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 18
ახლავე ქალბატონ პოტსთან უნდა წავიდე, – თქვა და გარეთ გავარდა.
I must go to Miss Potts at once, she said and she rushed off.
186394.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 18
მაგრამ ქალბატონმა პოტსმა მავიზე უკვე ყველაფერი იცოდა – დიასახლისს მოეხსენებინა.
But Miss Potts knew all about Mavis, for Matron had already reported to her.
186395.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 18
მავი კი სანიტარიულ განყოფილებაში მოეთავსებინათ, იქ, სადაც ავადმყოფობისას ათავსებდნენ ხოლმე გოგონებს, და მასზე იქაური დიასახლისი ზრუნავდა.
Mavis was now in the san, where sick girls were kept, and Sister, who looked after the San., was in charge of her.
186396.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 18
უკვე ექიმიც მოსულიყო მის გასასინჯად.
The doctor had been to see her already.
186397.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 18
მავი ბილინგტონში იყო, ხომ?
Did Mavis go to Billington?
186398.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 18
აჰა, ესე იგი, გცოდნია ამის შესახებ!
Oh! So you know about that too.
186399.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 18
უცნაური ორგანიზატორი კი ყოფილხარ, მავი წუხელ საძინებელში არ იყო და არც კი გააცხადე!
Funny sort of head-girl you are, not to have reported that Mavis was not in the dormitory last night.
186400.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 18
წუხელ რომ გაგემხილა მავის გაუჩინარების შესახებ, შევძლებდით, მძიმე ავადმყოფობისგან გვეხსნა!
We might have saved Mavis from a serious illness if we had learnt from you about her disappearance last night.