მოიძებნა 669201 ჩანაწერი
186401.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 18
ჯინა გაფითრდა.
Jean went white.
186402.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 18
მინდოდა, ბოლო ავტობუსის მოსვლას დავლოდებოდი და თუ მავი მასაც არ მოჰყვებოდა, მერე გამეცხადებინა.
I was going to wait till the last bus came in—and if Mavis didn't come in then I was going to come and report.
186403.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 18
მაგრამ ჩამეძინა.
But I fell asleep.
186404.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 18
ძალიან უსუსური მიზეზია, – თქვა ქალბატონმა პოტსმა, რომელიც საკუთარ თავსაც ვერ პატიობდა იმას, რომ წინა ღამით გოგონების საძინებლის კარი არ შეაღო, როცა მათი საუბარი გაიგონა.
A lame excuse, said Miss Potts, who was angry with herself for not having popped her head into the third form dormy the night before, when she had heard talking.
186405.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 18
ნეტავ შესულიყო!
If only she had come!
186406.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 18
მავის ნახვა შეიძლება? – იკითხა ჯინამ.
Can we see Mavis? asked Jean.
186407.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 18
რა თქმა უნდა, არა, – მიუგო ქალბატონმა პოტსმა.
Certainly not, said Miss Potts.
186408.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 18
ის ხომ სერიოზულადაა ავად!
She is seriously ill.
186409.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 18
სულ გალუმპული რამდენიმე საათი იწვა გზის პირას.
She got soaked through, and then lay for several hours by the roadside.
186410.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 18
ახლა ბრონქიტი აქვს და ვიმედოვნებთ, არ გაურთულდება.
She has bronchitis now—and we are hoping it won't turn to anything worse.
186411.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 18
ყელი ისეთ დღეში აქვს, ჩურჩულსაც ძლივს ახერხებს.
Her throat is terribly bad, too—she can hardly whisper.
186412.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 18
სინდისის ქენჯნით შეძრწუნებული ჯინა მესამე კლასელების საძინებელში დაბრუნდა.
Jean went back to the third form dormy feeling guilty and alarmed.
186413.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 18
იქ გოგონებს დარელის ირგვლივ მოეყარათ თავი და აღტაცებით უსმენდნენ.
She found the third-formers gathered round Darrell listening excitedly.
186414.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 18
ბილი არსად ჩანდა.
Bill was not there.
186415.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 18
ცხადია, საჯინიბოში გაქცეულიყო.
She had rushed off to the stables at once, of course.
186416.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 18
ჯინაც დადგა და ყური მიუგდო.
Jean found herself listening, too.
186417.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 18
წარმოიდგენდით, ქალბატონი პიტერსი ასეთი კეთილი თუ იქნებოდა?
Would you believe Miss Peters could be so utterly decent?
186418.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 18
მაინტერესებს, ახლა როგორაა.
I wonder how he is he now.
186419.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 18
ის კარგად არის!
He's all right.
186420.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 18
ვეტერინარი მასთან რვის ნახევრამდე დარჩენილა.
The vet stayed with him till half-past seven.