მოიძებნა 669201 ჩანაწერი
186421.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 18
შენ და დარელმა რატომ ჩვენც არ გაგვაღვიძეთ?
Bill, why didn't you and Darrell wake us up, too!
186422.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 18
ძალიან ბედნიერი ვარ!
I feel so happy.
186423.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 18
ქარიშხალა კარგადაა.
Thunder's all right.
186424.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 18
მას შინ აღარ გაგზავნიან!
He's not going to be sent home.
186425.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 18
ყველაფერი მშვენივრადაა.
Everything's fine.
186426.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 18
მე კი არასოდეს, არასოდეს დავუვიწყებ ქალბატონ პიტერსს რაც წუხელ გააკეთა!
And I shall never, never forget what Miss Peters did last night.
186427.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 18
ისევ დაჯდები ფანჯარასთან და ოცნებით გაუშტერებ სივრცეს თვალს!
You'll sit and look out of the window and dream in class, just as you always do!
186428.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 18
ნუ დამცინი, ალისია!
Don't tease me, Alicia.
186429.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 18
შეიძლება, ცოტა უცნაური ვჩანვარ, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ!
I feel a bit queer though I feel so happy.
186430.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 18
ვიცი, რომ ქალბატონ პიტერსს ქარიშხალა უყვარს და ცხენსაც უყვარს ის.
Now I know that Miss Peters is so fond of Thunder—and the horse loves her, too!
186431.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 18
ახლა მე მომისმინეთ, – თქვა მან და მესამეკლასელებს მავის შესახებ უამბო.
Listen to me now! she said, and she told the third-formers about Mavis.
186432.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 18
ყველანი შიშისგან დადუმებულები უსმენდნენ.
They listened in horrified silence.
186433.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 18
უცებ დარელმა წამოიყვირა.
Darrell burst out at once.
186434.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 18
გამოდის, ქალბატონმა პიტერსმა წუხელ მხოლოდ ქარიშხალა კი არა, მავიც გადაარჩინა!
So Miss Peters didn't only save Thunder last night— she saved Mavis, too.
186435.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 18
სიბნელის ძალიან ეშინია!
She's afraid of the dark, too.
186436.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 18
გოგონებს უხაროდათ ბილისა და ქარიშხალას ამბავი, მაგრამ მავის გამო წუხდნენ.
The girls were happy about Bill and Thunder, but upset about Mavis.
186437.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 18
მასზე ლაპარაკს შეჰყვნენ საძინებელში და საუზმე სულ დაავიწყდათ.
They stood about in the dormy, talking, forgetting all about breakfast.
186438.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 18
ამ დროს დერეფანში ვიღაცამ შემოირბინა.
Somebody came running up the corridor.
186439.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 18
ეს მეოთხეკლასელი ლუსი აღმოჩნდა.
It was Lucy of the fourth form.
186440.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 18
საუზმეზე არ ჩამოდიხართ?
Aren't you coming to breakfast?