მოიძებნა 669201 ჩანაწერი
186481.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 18
ქალბატონმა პიტერსმა მკაცრად დააკაკუნა მაგიდაზე.
Miss Peters rapped sharply on her desk.
186482.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 19
იმ დღეს, სადილის შემდეგ, მესამეკლასელებმა ისევ ალისიას ოინზე ჩამოაგდეს ლაპარაკი.
After the dinner hour that day the third-formers brought up the subject of Alicia's trick again.
186483.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 19
სხვები რას იტყვიან?
What does everyone else say?
186484.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 19
არც მე ვარ მომხრე, ოინი ქალბატონ პიტერსს მოვუწყოთ.
I don't quite like to play the trick on Miss Peters now.
186485.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 19
ბილსა და დარელს ვეთანხმები.
I feel like Bill and Darrell.
186486.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 19
უცნაურად მეჩვენება, ადამიანს დღეს აღფრთოვანების შეძახილებით შეხვდე, ხვალ კი ოინი მოუწყო!
It seems a bit odd to give three cheers for somebody and then the very next day play a trick on them like that.
186487.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 19
მე არა ვარ წინააღმდეგი, – თქვა ზერელდამ.
I shouldn't mind, said Zerelda.
186488.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 19
თუმცა რა მნიშვნელობა აქვს!
But, it wouldn't matter at all.
186489.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 19
ზერელდას ვეთანხმები! – გაისმა გონდოლინას ხმა.
I agree with Zerelda, said Gwen's voice.
186490.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 19
შენც ხომ თანახმა ხარ, დეფნე?
Don't you agree, Daphne?
186491.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 19
ჩემი აზრით, უკეთესი იქნება, თუ მადმუაზელს ან ქალბატონ კარტონს მოვუწყობ.
I think on the whole I'd rather play it on Mam'zelle—or Miss Carton, perhaps.
186492.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 19
ჩემთვის სულერთია, ვის მოვუწყობთ, – თქვა ალისიამ.
Well, I don't much care who we play it on, said Alicia.
186493.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 19
შენ და დარელი?! – წამოიძახა სელიმ.
Darrell and you! exclaimed Sally.
186494.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 19
დარელს მაგ ამბავთან რა ესაქმება?!
What's Darrell got to do with it?
186495.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 19
ეგ შენი ოინია, და არა მისი!
It's your trick, not hers!
186496.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 19
ერთად დავგეგმეთ, სულ ესაა!
We've just been planning it out together that's all.
186497.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 19
ცივად მოუჭრა ალისიამ, რომელსაც გულში ესიამოვნა, რომ სელიმ საჯაროდ გამოამჟღავნა ეჭვიანობა.
Said Alicia, coolly, pleased to see Sally's jealousy flare up in public.
186498.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 19
დარელი გაწითლდა.
Darrell went red.
186499.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 19
მას მართლაც მოსწონდა ალისიასთან ერთად ოინების დაგეგმვა.
It was true she had enjoyed planing the trick with Alicia.
186500.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 19
უკვე ორივემ მოაბეზრა თავი!
Bother them both.