მოიძებნა 669201 ჩანაწერი
186521.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 19
სქელჩარჩოიანი სათვალე ეკეთა.
She wore a pair of glasses with rather thick rims.
186522.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 19
ზერელდას უკვე იცნობდა, რადგან მეოთხე კლასს ასწავლიდა და იქ მოესწრო მისი გაცნობა.
She knew Zerelda already because she had taken her for a few lessons in the fourth form.
186523.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 19
არადა, ეს რომ სცოდნოდა, იქნებ მეტი მოთმინება გამოეჩინა.
Perhaps if she had known, she might have been a little more patient.
186524.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 19
მაგრამ მანამდე ბევრი რამ მოხდა.
There was a lot to get through.
186525.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 19
რაღაც მიზეზების გამო რეპეტიცია ბევრჯერ გადაიდო.
For one reason or another rehearsals had been put off.
186526.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 19
ამიტომ ქალბატონი ჰიბერტსი ჩქარობდა.
Miss Hibbert was feeling a little rushed for time.
186527.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 19
რომელიმეს გითამაშიათ ამ სპექტაკლში?
Has anyone acted in this play before?
186528.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 19
ზერელდამ რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა წინ და შეეცადა, ბრიტანული აქცენტით წარმოეთქვა.
Zerelda stepped forward and said a few words, trying to speak the English way.
186529.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 19
ქალბატონო ჰიბერტ, გეთაყვა, მე ვითამაშე ოდესღაც შექსპირის ლედი მაკბეტი.
Please, Miss Hibbert, once I did Lady Macbeth in Shakespeare.
186530.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 19
ზერელდა გაწითლდა და უკან დაიხია.
Zerelda went red and stepped back.
186531.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 19
ვინმეს წაკითხული აქვს პიესა?
Has anyone read the play?
186532.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 19
დარელმა და მარი-ლუმ ხელი ასწიეს, ასევე ზერელდამაც.
Darrell and Mary-Lou put up their hands, and so did Zerelda.
186533.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 19
ზეპირად ხომ არ იცის ვინმემ რომელიმე ეპიზოდი?
Does anyone know any of the parts?
186534.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 19
ზერელდა ისევ წინ წამოიწია.
Zerelda stepped forward again.
186535.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 19
გეთაყვა, ქალბატონო ჰიბერტ, მე ვიცი ჯულიეტას როლი თავიდან ბოლომდე.
Please, Miss Hibbert, I know all Juliet's speeches, every one of them.
186536.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 19
ძალიან მაგარი როლია, უკვე რა ხანია, გიჟივით ვიმეორებ!
It's a wunnerful part, I've been rehearsing it like mad.
186537.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 19
დიახ, შესანიშნავად თამაშობს ჯულიეტას როლს, – ჩაერია გონდოლინა და ზერელდასგან მადლიერების ღიმილი დაიმსახურა.
Yes, She's awfully good as Juliet, put in Gwendoline, and got a grateful smile from Zerelda.
186538.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 19
მზერა ბილზე შეაჩერა.
Her eye fell on Bill.
186539.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 19
შენ, სახელი რა გქვია?
You, what's your name?
186540.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 19
ვილჰელმინა, დღეს შენ იქნები რომეო.
Wilhelmina—you can take the part of Romeo today.