მოიძებნა 669201 ჩანაწერი
186561.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 19
დარელ, ვხედავ შენს მონდომებას.
Darrell, I can see you are trying.
186562.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 19
მომავალში როლებს შევცვლით.
Next time we will all take different parts.
186563.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 19
ქალბატონო ჰიბერტ, თუ შეიძლება, გავალ და ვნახავ რა დაემართა ზერელდას, – მორიდებით სთხოვა გონდოლინამ.
Miss Hibbert, had I better go and see what has happened to Zerelda? asked Gwen, timidly.
186564.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 19
მას ნამდვილად ჰგონია რომ მსახიობობის დიდი ნიჭი აქვს.
She really did think she had a gift for acting.
186565.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 19
ნუთუ საერთოდ აღარ ათამაშებთ სპექტაკლში?
Aren't you going to let her be in the play at all?
186566.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 19
შეიძლება ძალიან პატარა როლი მივცე, სადაც მანჭვა-გრეხას ვერ მოახერხებს.
I may give her a very small part—where she can't throw herself about.
186567.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 19
შენც დაიმახსოვრე, გონდოლინა, რომ ზერელდას მსახიობობისა არაფერი გაეგება.
It must be obvious even to you, Gwendoline, that Zerelda hasn't the faintest idea of acting.
186568.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 19
წადი, მოძებნე და უთხარი, მოვიდეს.
Go and find her and tell her to come here to me.
186569.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 19
უნდა დაველაპარაკო.
I want to talk to her.
186570.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 19
მესამეკლასელები წყნარად გავიდნენ გარეთ.
The third-formers went out quietly.
186571.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 19
მაშინდელივით, მესამე კლასში რომ ჩამოაქვეითეს.
Just as she did when she was sent down to the third form.
186572.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 19
ისევ ისე ამაყად ივლის და იფიქრებს, რომ თითქმის მთელი სამყარო მისია და ძალიან ცოტა – დანარჩენების!
She'll go on in just the same way, thinking the world of herself, and very little of anyone else!
186573.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 19
გონდოლინამ ზერელდა საპირფარეშოში იპოვა.
Zerelda was found by Gwen in the cloakroom.
186574.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 19
მას პირი კარგად დაებანა და თმაც წესისამებრ შეეკრა.
She had washed her face quite clean and tied back her hair.
186575.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 19
მაგრამ კვლავ ხელოვნების ოთახში დაბრუნებისა ეშინოდა.
But she had been too scared to go back to the art-room.
186576.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 19
ზერელდა, ქალბატონი ჰიბერტი გიბარებს, – შეატყობინა გონდოლინამ.
Zerelda, Miss Hibbert wants you, said Gwen.
186577.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 19
შეიძლება შენგან კარგი კომიკოსი დადგეს.
You might make a very good comedian.
186578.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 19
ზერელდას აღარაფერი უპასუხია, ისე გასწია ხელოვნების ოთახისაკენ.
Zerelda said nothing but went off to the art-room.
186579.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 19
მაშ, აღარც გონდოლინას სჯერა, რომ მსახიობობა შეუძლია!
Even Gwen thought she couldn't act!
186580.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 19
გოგონა თავზარდაცემული და იმედგაცრუებული იყო.
Zerelda was shocked and disappointed.