მოიძებნა 669201 ჩანაწერი
186621.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 20
სახე სასწრაფოდ გაასწორა.
She straightened her face at once.
186622.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 20
თუ დამხატავ, ფურცელს დაგიხევ!
If you've drawn me, I'll tear up the paper!
186623.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 20
გონ, ერთი წუთით კიდევ შეიჭმუხნე შუბლი! – შეეხვეწა ბელინდა.
Gwen—scowl a minute more and I'll get it! begged Belinda.
186624.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 20
მაგრამ გონდოლინა ოთახიდან გავიდა.
But Gwen walked out of the room.
186625.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 20
იმ ოინზე მინდა გითხრა, – წამოუწყო ლაპარაკი ალისიამ დარელს.
About that trick, said Alicia, suddenly to Darrell.
186626.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 20
მადმუაზელი სწორედ დღეს ბუტბუტებდა, ტესტი შესახებ.
Mam'zelle was murmuring this morning something about a test then.
186627.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 20
სელის მოღუშულ სახეს მოჰკრა თვალი.
She saw Sally nearby, her face glum.
186628.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 20
სელი, დაგვთანხმდი, რა!
Sally! Do say you agree.
186629.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 20
მართლაც სახალისო იქნება, თანაც უსაფრთხო.
It really will be funny—and quite harmless.
186630.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 20
უკვე გითხარით, მაგ ოინში მონაწილეობას არ მივიღებ!
I've said already I'm not going to have anything to do with the trick.
186631.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 20
სისულელედ მიმაჩნია ეგ ოინი და თანაც საშიშად.
I think it's a silly trick, and might be dangerous.
186632.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 20
თქვენ თუ გინდათ, მოუწყვეთ, მაგრამ იცოდეთ, მე თანახმა არ ვარ!
Do it if you like—but just remember that I don't agree!
186633.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 20
დარელმა ამოიოხრა.
Darrell sighed.
186634.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 20
არა უშავს, ამ კვირას ბეტი ჩამოდის.
Never mind—Betty would be coming back this week.
186635.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 20
მგონი, პარასკევს.
On Friday perhaps!
186636.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 20
ჰოდა, ალისია მეტად აღარ შეაწუხებს.
Then Alicia wouldn't bother about her any more.
186637.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 20
ბეტი უკვე ექვსი კვირა, ანუ თითქმის ნახევარი სემესტრი იყო, გაკვეთილებს აცდენდა!
Betty had been away for more than six weeks now— it was past half-term.
186638.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 20
სამი-ოთხი კვირაღა რჩებოდა სემესტრის დასრულებამდე.
There were only three or four weeks to the end of the term!
186639.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 20
მარტი იდგა.
It was March now.
186640.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 20
ეზოში ნაადრევ ენძელებს მიწიდან თავი ამოეყოთ.
The early daffodils were blowing in the courtyard.