მოიძებნა 669201 ჩანაწერი
186721.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 20
ასევე, ყველანი ბოდიშს მოუხდით მადმუაზელს და ფრანგულში მეცადინეობას გააორმაგებთ!
You will also apologize to Mam'zelle and work twice as hard at your French!
186722.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 21
ასე და ამგვარად, სახალისო ოინი, ყველასთვის მოულოდნელად, სამწუხაროდ დასრულდა.
It was a sorry ending to what everyone had thought to be a very fine trick.
186723.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 21
თქვენსავით არც მე დავისვენებ უქმეზე, – უთხრა მან დარელს.
I shall give up the half-holiday just the same as you all do, she told Darrell.
186724.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 21
მართალია, ოინის წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ სასჯელს თქვენთან ერთად გავიზიარებ.
I may have stood out against the trick, but I'm going to share the punishment, of course.
186725.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 21
რა კეთილშობილი ხარ, სელი!
You're decent, Sally.
186726.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 21
წამო, ქვემოთ ჩავიდეთ და ვნახოთ, საინფორმაციო დაფაზე ახალი ხომ არაფერი გაუკრავთ.
Let's go downstairs and see if there's anything interesting on the notice board.
186727.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 21
მგონი, ამ საღამოს მეხუთე- და მეექვსეკლასელებს შორის დებატები იმართება და მინდა, დავესწროთ.
I believe there's a debate tonight we might go to—sixth formers against fifth-formers.
186728.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 21
იქ ერთ-ერთი მეოთხეკლასელი დახვდათ.
One of the fourth-formers was also there.
186729.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 21
მომავალ ხუთშაბათს ლაკროსის მატჩში ითამაშებ!
You're playing for the third match-team next Thursday!
186730.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 21
სამი მოთამაშე ავად გამხდარა, ამიტომ სამივე სათადარიგო მოთამაშე იასპარეზებს.
Three people have fallen out, ill—so all three reserves are playing.
186731.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 21
შენ ხომ ერთ-ერთი მათგანი ხარ?
You're one of them, aren't you?
186732.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 21
ხუთშაბათს ქალბატონი პოტსი თამაშის უფლებას მომცემს?
Will Miss Potts let me play next Thursday?
186733.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 21
ოჰ, სელი, როგორ ფიქრობ, თამაშს შევძლებ?
Oh, Sally—do you think I shan't be able to play?
186734.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 21
რაზე ლაპარაკობ? – გაუკვირდა ელენს.
What are you talking about? said Ellen, puzzled.
186735.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 21
მაშინ შენ ვერ ითამაშებ.
You won't be able to play then.
186736.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 21
ტყუილად გგონია, პოტსი სასჯელისგან გაგათავისუფლებს.
You can't expect Potty to let you off a punishment.
186737.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 21
დარელმა ამოიგმინა.
Darrell groaned.
186738.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 21
პირველივე შანსი ხელიდან გავუშვი!
My first chance! And I've chucked it away.
186739.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 21
სელი, რატომ არ დაგიჯერე და შენსავით გვერდზე არ გავდექი!
Sally, why didn't I back you up and stand aside with you.
186740.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 21
კეთილშობილური წინადადებაა, სელი, მაგრამ აბსოლუტურად შეუძლებელი!
A kind thought, Sally, but quite impossible.