მოიძებნა 669201 ჩანაწერი
186781.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 21
ზერელდა, შენ ესაუბრე!
You talk, Zerelda.
186782.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 21
სულაც არ იყო ადვილი იმის აღიარება, რაც შექსპირის რეპეტიციაზე დაემართა, მაგრამ როცა შეამჩნია, მავი რა ხარბად უსმენდა, აღარაფერი დაუმალავს.
It wasn't easy to tell what had happened in the Shakespeare class—but when Zerelda saw how Mavis was drinking it all in, paying her the very closest attention, she spared herself nothing.
186783.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 21
აი, ხომ ხედავ, მავი, – დაასრულა ბოლოს, – მე შენზე ბევრად, ბევრად ცუდ დღეში ვარ!
So you see, Mavis, she finished at last, I am much, much worse that you.
186784.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 21
შენ ნამდვილად გქონდა ნიჭი.
You really had a gift.
186785.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 21
მე კი არასოდეს მქონია!
I never had!
186786.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 21
მე კი ისეთი რამით ვიტყუებდი თავს, რაც, თურმე, არც კი არსებობდა.
I was vain of something false, that didn't exist.
186787.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 21
მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ამას მივხვდი მაინც!
I'm happier now I know, though.
186788.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 21
ჩვენ სკოლის მოსწავლეები ვართ და არა მომავალი ოპერის მომღერალი და კინოვარსკვლავი!
We are schoolgirls—not future film-actresses or opera-singers.
186789.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 21
თუ კარგად დაფიქრდები, შენც მალე მიხვდები ამას.
You'll feel the same, too when you've thought about it.
186790.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 21
ოჰ, ზერელდა, – ხრინწიანი ხმით წამოიძახა მავიმ და ამერიკელ გოგონას ხელი ჩასჭიდა, – ვერც კი წარმოიდგენ, როგორ დამეხმარე!
Oh, Zerelda, croaked Mavis, slipping her hand into the American girl's, you don't know how you've helped me.
186791.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 21
თავს საშინლად ვგრძნობდი.
I was so terribly miserable.
186792.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 21
ზერელდას აღარაფერი უთქვამს.
Zerelda said nothing.
186793.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 21
რადგან მიუხედავად ბევრი ნაკლისა, ზერელდა დიდსულოვანი და გულისხმიერი გოგონა იყო და მალევე მიხვდა, რომ მხოლოდ მას შეეძლო მავის დახმარება.
But with all her faults, Zerelda was generous-hearted, and she had quickly seen how she, and she alone, could help Mavis.
186794.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 21
დიასახლისმა ისევ შემოყო თავი.
Matron put her head in again.
186795.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 21
ზერელდა, როგორც ვამჩნევ, მასზე კარგი გავლენა მოახდინე!
Well, you have done her good, Zerelda!
186796.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 21
სულ სხვანაირად გამოიყურება.
She looks quite different.
186797.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 21
თქვენ მეგობრები ხართ?
Are you friends?
186798.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 21
მავიმ ზერელდას შეხედა.
Mavis looked at Zerelda.
186799.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 21
ჩვენ მეგობრები ვართ.
We're friends.
186800.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 21
უთხრა დიასახლისმა და ისევ გავიდა.
Said Matron and went out again.