მოიძებნა 669201 ჩანაწერი
187021.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 23
დარელი და ქეთრინი მშვენივრად შეეთამაშნენ ერთმანეთს და ქეთრინმა კარში სტყორცნა!
Darrell and Catherine passed beautifully to one another, and Catherine shot.
187022.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 23
ორი გოლი მელორი ტაუერსის ანგარიშზე!
Two goals to Malory Towers!
187023.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 23
მალე ბარჩესტერმა ანგარიში გაათანაბრა.
Then the Barchester team got going again.
187024.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 23
თხუთმეტი წუთიღა რჩებოდა მატჩის დამთავრებამდე.
Fifteen minutes to play.
187025.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 23
მელორი ტაუერსს კიდევ უნდა გაეტანა ერთი ბურთი.
Malory Towers must shoot again.
187026.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 23
ამ დროს მან შესანიშნავი ჩაწოდება მიიღო და ბურთთან ერთად კარისკენ გაიჭრა.
She took a fine pass, and ran with the ball in her net.
187027.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 23
მეტოქე წამოეწია.
Her opponent tackled her.
187028.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 23
დარელმა ძალიან სუფთად დააღწია თავი და უკან ჩამოიტოვა.
Darrell dodged her very neatly and sped down the field.
187029.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 23
ამიტომ ბურთი ქეთრინს გაუგზავნა, მაგრამ, აფსუს!
Instead, she sent the ball to Catherine, who, alas!
187030.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 23
იგი მინდორზე ბარჩესტერის ნახევარს გასცდა და მელორი ტაუერსის კარისკენ გაექანა.
Then down the field rushed the Barchester wing, back towards the Malory Tower's goal.
187031.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 23
ბურთი ისევ მოედნის მიმართულებით სტყორცნეს და დარელმა შესანიშნავი მაღალი ნახტომით დაიჭირა.
Up the field came the ball again, and Darrell made a remarkable catch, leaping high in the air.
187032.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 23
წინ, დარელ! – ყვიროდა მაყურებელი.
Go it, DARRELL! yelled the onlookers.
187033.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 23
დარელი ბარჩესტერის კარისკენ გაიქცა.
Darrell ran towards the Barchester goal.
187034.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 23
ქეთრინმა მას გადაუსწრო, რათა ჩაწოდება მიეღო.
Catherine kept level with her, watching carefully for a pass.
187035.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 23
იქვე კუთხეში დარელს მოჰკრა თვალი.
Out of the corner of her eye she saw Darrell, watching.
187036.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 23
მან მთელი მონდომებით ისროლა ბურთი კარისკენ.
She threw the ball with all her might at the goal.
187037.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 23
ბარჩესტერის მეკარე წინ გამოიჭრა მის შესაჩერებლად.
The Barchester goalkeeper came out to stop it.
187038.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 23
ბურთი ჯერ მას მოხვდა, მერე კარის ძელს და ბოლოს ბადეში გაეხვია!
The ball struck her pad, then struck the goal post—and rolled to the back of the net.
187039.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 23
შესანიშნავია, დარელ!
Jolly good, Darrell!
187040.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 23
ბრწყინვალედ ისროლე! ვაშააა! სამით ორია!
Fine shot! Hurrah! Three goals to two!