მოიძებნა 669201 ჩანაწერი
187101.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 23
დარელმა ფანჯარა გამოაღო და თავი გადაყო.
Darrell opened the window and leaned out.
187102.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 23
მალე დავბრუნდები, მელორი ტაუერს! – დაიყვირა მან, – ახლა კი დროებით!
I'll soon be back, Malory Towers! she called - Goodbye for a little while.
187103.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 23
მალე ისევ მანდ ვიქნები!
I'll soon be here!
187104.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 1
დარელი სკოლაში ფელისიტასთან ერთად ბრუნდება.
Darrell goes back to School with Felicity.
187105.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 1
დარელ რივერსი ძალიან ღელავდა.
Darrell Rivers was very excited.
187106.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 1
ფელისიტა სახლის მთავარ კიბეზე თხუთმეტი წლის დის გვერდით იდგა.
Felicity stood on the front steps beside her fifteen-year-old sister.
187107.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 1
მასავით ყავისფერ-ნარინჯისფერი უნიფორმა ეცვა.
She was dressed in the same brown and orange uniform.
187108.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 1
მალე ცამეტის გახდებოდა.
She was almost thirteen.
187109.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 1
წესით, მელორი ტაუერსში ორი სემესტრით ადრე უნდა წასულიყო, მაგრამ იავადმყოფა და შინ დარჩენა მოუხდა.
She should have gone to Malory Towers two terms before, but she had been ill and had to stay at home.
187110.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 1
ზაფხულის სემესტრშიღა მოახერხა, დარელს გაჰყოლოდა.
Now it was the summer term, and she was to go with Darrell at last.
187111.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 1
სკოლაზე უკვე ბევრი რამ სმენოდა.
She had heard so much about her school.
187112.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 1
საკლასო ოთახების ფანჯრები ზღვას გადაჰყურებდა.
The classrooms overlooking the sea.
187113.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 1
კარგია, ამჯერად მატარებლით რომ მივდივართ და არა მანქანით.
It’s a good thing we’re going by train this time, not by car.
187114.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 1
გოგოებთან ერთად იმგზავრებ და გზაში ბევრ ვინმეს გაიცნობ.
You’ll travel down with the girls then, and get to know some of them.
187115.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 1
სელიც მატარებლით მოდის.
Sally’s going by train, too.
187116.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 1
სელი დარელის საუკეთესო მეგობარი იყო.
Sally was Darrell’s best friend.
187117.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 1
იმედი მაქვს, სელისნაირ მეგობარს მეც გავიჩენ.
I hope I get a friend like Sally.
187118.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 1
შენზე მორცხვი ვარ, დარელ.
I’m shyer than you, Darrell.
187119.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 1
ხოლო ქალბატონი პოტსი თუ გამიბრაზდა, ალბათ, იატაკში ჩავძვრები შიშით.
And if Miss Potts gets cross with me I shall sink through the floor!
187120.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 1
ქალბატონი პოტსი პირველკლასელების დამრიგებელი იყო.
Miss Potts was the first-form mistress.